წიგნი პირველი ნეშტთაჲ, რომელსა ებრაელებ ეწოდების გიბრე ჰაიმ

26

1. განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა.

2. და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ

3. მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე.

4. და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე,

5. ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან.

6. და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს.

7. ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ.

8. ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს.

9. და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ.

10. და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ.

11. ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ.

12. ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა.

13. განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა.

14. და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ,

15. აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა.

16. მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით.

17. ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით,

18. დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით,

19. ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა.

20. და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა,

21. ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ,

22. და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა,

23. ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ,

24. და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა,

25. და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი,

26. ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა,

27. რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა,

28. და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა,

29. ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად,

30. ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა,

31. ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა.

32. და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა.

27

1. ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა

2. განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,

3. ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,

4. და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,

5. მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.

6. ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,

7. მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,

8. მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,

9. მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,

10. მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

11. მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

12. მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

13. მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

14. მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

15. მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:

16. და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,

17. ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,

18. იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;

19. ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,

20. ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;

21. და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,

22. და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.

23. და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.

24. და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.

25. და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;

26. ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.

27. და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;

28. და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;

29. და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;

30. და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი

31. და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;

32. და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;

33. და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;

34. და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;

28

1. და შეკრიბნა დავით ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, და მთავარნი მსაჯულთანი და ყოველნი მთავარნი მდღევართმსახურთანი, და გარემოსმცველნი მეფისანი, და მთავარნი ათასეულთანი, ასეულთანი, და საფასეთმცველნი, და რაოდენნი იყუნეს მონაგებთა მისთა ზედა, და ყოველნი ძლიერნი მისნი, და მოღუაწენი ერისანი, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს

2. და აღდგა დავით მეფე შორის კრებულისა მის და თქუა: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და ერო ჩემო! გულსა ჩემსა იყო ზრახვა - შენებად სახლი განსასუენებელი კიდობნისა შჯულისა უფლისა, დასადგმელი ფერჴთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა. და მოუმზადე მე საქმისა მისთჳს, საჴმარი: ოქრო, ვეცხლი, პილენძი, რვალი, რკინა და ძელნი მრავალნი

3. და თქუა ღმერთმან: არა მიშენო მე შენ სახლი, სახელის-დებად ჩემდა, რამეთუ კაცი მბრძოლი ხარ შენ და სისხლი მრავალი დასთხიე!

4. და გამომირჩია მე უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან ყოვლისაგან სახლისა მამისა ჩემისა ყოფად მეფედ ისრაჱლსა ზედა უკუე და სათნო იყო სახლი იუდასი და სახლისაგან იუდასისა სახლი მამისა ჩემისა და ძეთაგან მამისა ჩემისათა ჩემდა ინება, რათა ვიყო მე მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა

5. და ყოველთაგან ძეთა ჩემთა, რამეთუ მრავალნი ძენი მომცნა მე ღმერთმან, გამოირჩია ძე ჩემი სოლომონ დაჯდომად იგი საყდართა ზედა სუფევისა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

6. და მრქუა მე ღმერთმან: სოლომონ, ძემან შენმან, აღაშენოს სახლი ჩემი და ეზო ჩემი, რამეთუ სათნო-ვიყავ იგი, რათა იყოს იგი ძედ ჩემდა და მე ვიყო მისა მამა.

7. და წარმოუმართო მეფობა მისი ვიდრე საუკუნოდ, უკუეთუ უძლოს დაცვად მცნებათა ჩემთა და სამართალთა ჩემთა, ვითარცა-ესე დღეს.

8. და აწ წინაშე ყოვლისა კრებულისა უფლისა და სასმენელთა მიმართ ღმრთისა ჩუენისათა დაიმარხნოთ ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანა ესე კეთილი და დაუმკჳდრეთ ძეთა თქუენთა შემდგომად თქუენსა უკუნისამდე.

9. და აწ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან ღმერთი მამათა შენთა და ჰმონებდ მას სრულითა გულითა და სულისა ნებითა შენითა, რამეთუ ყოველთა გულთა განმკითხველი არს ღმერთი და ყოველნი გულისზრახვანი იცნის. უკეთუ ეძიებდე მას, გეპოოს შენ იგი და უკუეთუ დაუტეო იგი, დაგიტეოს შენცა მან სრულიად

10. და, აჰა, ესერა, სათნო-გიყო შენ უფალმან შენებად მისა სახლი სიწმიდისა, განძლიერდი და იქმოდე.

11. და მისცა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა, და ქორებისა მის ზაკქოსა მისისა და ქორთა მათ, და საუნჯეთა მათ შინაგანთა და სახლისა სალხინებელისა

12. და სახე, რომელი აქუნდა გონებასა შინა თჳსსა ეზოთა მათ სახლისა უფლისათა და ყოვლისა მის სენაკებისა გარემო საუნჯეთა მათ წმიდათა.

13. და საყოფელთა მათ მღდელთა და სამსახურებელთა მათ მღდელთა და ლევიტელთა და ყოველსა მას საქმესა მსახურებისასა სახლისა უფლისასა,

14. და სასწორითა მით ოქროსათა და ვეცხლისათა,

15. და სასანთლეთა აღწონილი მისცა მას ეგრევე მსგავსად,

16. სასწორი ტაბლებისა შესაწირავთასა, თჳთოეულისა ტაბლისა ოქროსასა და ეგრეთვე ვეცხლისათა,

17. და ფუცხუებისა, და შესაწირავად ღჳნისათა, და ფიალებისა მის ოქროსათა და ვეცხლისათა, პარაფსიტებისა თჳთვეულისა სასწორისა,

18. და საკურთხეველისა მის საკუმეველთასა ოქროსაგან გამოცდილისა სასწორი უჩუენა მას, და ხატი იგი ეტლისა მის ქერობინთასა, განმარტებულ ფრთენი მათნი, რათა აგრილობდენ კიდობანსა მას სჯულისა უფლისასა.

19. ყოველივე წიგნითა ჴელითა უფლისათა მისცა დავით სოლომონს, მსგავსად მოცემულისა მის მისა გულისხმის-ყოფისა საქმარისა მის სახისაებრ.

20. და ჰრქუა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს. არა დაგაგდოს შენ და არცა დაგიტეოს შენ, ვიდრემდე აღასრულო შენ ყოველივე საქმარი სამსახურებისა მის სახლისა მისისა უფლისა. და, აჰა, ესერა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა და ზაკქო და ქორებისა და საუნჯეთა მათ შინაგანთა, და სახლისა მის სალხინებელისა და სახე სახლისა უფლისაჲ

21. და, აჰა, ესერა, მღდევრითმსახურნი მღდელნი და ლევიტელნი, ყოველსა მას მსახურებასა სახლისა უფლისა ღმრთისასა, და შენ თანა არიან ყოველსა საქმესა, ყოველნი გულსმოდგინენი სიბრძნითა ყოველსა მას ხუროებსა, და მთავარნი და ყოველი ერი ყოველთა სიტყუათა შენთა არიან მორჩილ

29

1. და ჰრქუა მეფემან დავით ყოველსა მას კრებულსა: სოლომონ, ძე ჩემი, რომელი სათნო-იყო უფალმან, ყრმა არს და ჩჩჳლ და საქმე დიდ არს, რამეთუ არა კაცთა შენება არს, არამედ უფლისა ღმრთისა.

2. და აჰა, ესერა, ყოვლისაებრ ძალისა ჩემისა მოუმზადე სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა ოქრო და ვეცხლი, პილენძი და რკინა, ძელი და ქვა, და სოომი და აღსრულებისა ქვები მრავალი და პატიოსანი და თჳთოფერი. და ყოველი ქვა პატიოსანი და მარმარილო მოღებულ არს ფრიად.

3. და მერმეცა სათნო-ყოფისათჳს ჩემდა სახლსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა არს ჩემი, რომელი მომიგიეს მე, ოქრო და ვეცხლი. და, აჰა, ეგერა, მივეც სახლისათჳს ღმრთისა ჩემისა სიმაღლედ თჳნიერ მისა, რომელი მოუმზადე სახელისათჳს წმიდათასა,

4. სამ ათასი ტალანტი ვეცხლისა გამოცდილისა დამორჩუნვად მით კედელნი ტაძრისანი ჴელითა ხუროთაჲთა,

5. და ვინ არს გულსმოდგინე აღვსებად ჴელი მისი დღესა უფლისა?

6. და გულსმოდგინე იქმნნეს მთავარნი ტომთანი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათა ათასისთავნი და ასისთავნი, და ზედმდგომელნი საქმისანი და მნენი მეფისანი.

7. და მოსცეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ოქრო ტალანტი ხუთი ათასი და ბევრი დრაკანი და ვეცხლის ტალანტი ათი ათასი და პილენძი ტალანტი ბევრი და რვა ათასი, და რკინის ტალანტი ასი ათასი.

8. და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ანთრაკი, მოსცეს საუნჯესა უფლისასა ჴელითა ერიელისითა, ძისა ესრომისითა.

9. განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.

10. და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.

11. შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.

12. შენ მიერ დიდებაჲ და სიმდიდრე! შენ ყოველთა ჰმოს, მთავრობათა უფალო და მთავარო ყოვლისა მთავრობისაო; და ჴელსა შენსა არს ყოვლისა შეწევნა და სიდიდე განდიდებად და განძლიერებად ყოველთა.

13. და აწ, უფალო, აღგიარებთ შენ და ვაქებთ სახელსა სიქადულისა შენისასა.

14. ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.

15. რამეთუ მწირ ვართ ჩუენ შენს წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი, ვითარცა აჩრდილნი არიან დღენი ჩუენნი შენს წინაშე და არა არს დადგომა,

16. უფალო, ღმერთო ჩუენო, და ყოვლისა ამისთჳს სიმრავლისა მოუმზადე შენებად სახლი სახლისათჳს წმიდისა შენისა, და ჴელისაგან შენისა არს, და შენგან არს ყოველი.

17. და ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ განმკითხველი გულისა და სიმართლე გიყუარს. და განმარტებულითა გულითა გულს-ვიდგინე მე ესე ყოველი. და აწ, უფალო, ერი ესე შენი, რომელი იპოვა აქა, ვიხილე, რამეთუ სიხარულით გულსმოდგინე არს შენდა მიმართ.

18. და აწ, უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკ და ისრაჱლისო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, დაუმარხე ესე გონებასა გულისა ერისა შენისასა უკუნისამდე და წარმართე გულსა მათსა შენდამი.

19. და სოლომონ ძესა ჩემსა, მოეც გული კეთილი ყოვლად მცნებათა შენთა, და წამებათა შენთა და ბრძანებათა შენთა, და სრულიად აღსრულებად საქმე სახლისა შენისა.

20. და ჰრქუა დავით ყოველსა მას კრებულსა: აკურთხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი! და აკურთხა ყოველმან მან ერმან უფალი, ღმერთი მამათა მათთა, და მოიდრიკნეს მუჴლნი და თაყუანი-სცეს უფალსა მეუფესა მათსა.

21. და შეწირა დავით მსხუერპლები და მოართვა ყოვლად დასაწველები ღმერთსა ხვალისაგან პირველსა დღესა ზვარაკი: ათასი ვერძი, ათასი კრავი, ათასი ღჳნო, შესაწირავი სიმრავლედ მოართვა ყოველსა მას ერსა.

22. ჭამეს და სუეს წინაშე უფლისა სიხარულით მას დღესა შინა და მეფედ ყვეს მეორედ სოლომონ, ძე დავითისი, და სცხეს მას წინაშე მეფედ და სადუკს მღდლად.

23. დაჯდა სოლომონ საყდარსა დავითის, მამისა თჳსისა, და წარემართა მეფობა მისი და ერჩდა მას ყოველი ისრაჱლი.

24. და მთავარნი ძლიერნი და ყოველნი ძენი დავითის მეფისანი, მამისა მისისანი, დაემორჩილნეს მას.

25. და განადიდა უფალმან სოლომონ ზემო კერძო წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა და მოსცა მას დიდებაჲ მეფობისა, რომლისა თანა არა იყო ყოვლისა მეფობისა უწინარესისა მისისა.

26. და დავით, ძე იესესი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორმეოც წელ;

27. და ქებრონს - შჳდ წელ, იერუსალჱმს - ოცდაცამეტ წელ.

28. და აღესრულა დავით მეფე სიბერითა კეთილითა სავსე დღითა სიმდიდრითა და დიდებითა. და მეფობდა სოლომონ, ძე მისი, მის წილ.

29. ხოლო სხუანი დავითის მეფისანი, პირველნი და უკუანასკნელნი წერილ არიან სიტყუათა შინა სამოელ წინაწარმეტყუელისათა, სიტყუათა შინა ნათანის წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა შინა გადისთა მხილველისათა.

30. ყოვლისათჳს მეფობისა მისისა და ყოვლისა ძლიერებისა მისისა და ჟამნი, რომელნი იყუნეს მას შინა და ისრაჱლსა ზედა. და ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა. დაესრულა ნეშტთა თავი.