წიგნი იობისაჲ

31

1. აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა.

2. და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით გამო.

3. ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

4. ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს?

5. უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა?

6. რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ ჩემი.

7. უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა?

8. მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა.

9. უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა?

10. სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ,

11. რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ ქმრისცოლისაჲ.

12. რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა,

13. ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?

14. რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო?

15. ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა.

16. უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ.

17. აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც,

18. რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის მუცლითგან უძღოდე მათ.

19. ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე?

20. უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი.

21. ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა?

22. წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ,

23. რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.

24. გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ?

25. ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი?

26. ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და მოკლებულსა?

27. რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე?

28. და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე უფლისა მაღლისა.

29. ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან ჩემმან: ვაშა?

30. ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან ძჳრ-ძჳრად.

31. უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე.

32. გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო.

33. გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი?

34. რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?

35. ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა,

36. მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე.

37. და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან.

38. არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად?

39. გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე?

40. იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი.

32

1. და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.

2. განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა თავსა მართლად წინაშე უფლისა.

3. და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად, რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ.

4. ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ უხუცეს მისსა იყვნეს დღითა. ბ

5. და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით.

6. მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა.

7. და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე.

8. არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ.

9. არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი.

10. ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ ვიცი.

11. და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ, ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო.

12. და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა მისთა წილ თქუენგანი,

13. რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით უფალსა.

14. და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა.

15. შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან სიტყუანი.

16. დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს.

17. მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე,

18. რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა,

19. ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ.

20. ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი.

21. კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო,

22. რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა მღილთა შემჭამონ.

33

1. არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი ჩემნი.

2. აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი, წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან წმიდად ცნას.

4. სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე.

5. უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ არა, დამითმეთ მე.

6. დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ.

7. არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან დაგამძიმოს შენ.

8. ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა.

9. რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.

10. ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი.

11. დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი გზანი ჩემნი.

12. რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს, რომელ-იგი კაცთა ზედა არს.

13. და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა?

14. ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით,

15. ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა.

16. მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა ესევითარითა შეაშინა იგინი,

17. რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი დაცემისაგან იჴსნნა

18. და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი ბრძოლასა შინა.

19. მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა,

20. უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს,

21. ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი მისნი ცუდნი.

22. მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა.

23. იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.

24. უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა.

25. და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი, და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის.

26. ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე.

27. მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის: რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი შევსცოდე.

28. იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს,

29. აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ არს კაცისა თანა,

30. არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას.

31. ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე:

32. უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს განმართლებაჲ შენი!

33. უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ სიბრძნე.

34

1. მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2. ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ.

3. ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ.

4. საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ,

5. რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი,

6. ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი თჳნიერ ცოდვისა.

7. ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა ვითარცა წყალსა?

8. არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა?

9. ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ.

10. ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი. ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ,

11. არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი.

12. ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი?

13. რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა?

14. უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად,

15. აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა დაებადა.

16. უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ სიტყუათა ჩემთა,

17. უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ, საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს,

18. რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან, რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ,

19. და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ.

20. ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა,

21. რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა, და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან.

22. არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა,

23. რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს,

24. რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

25. რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და დაამდაბლნეს.

26. დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა იქმნნეს.

27. რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი მისნი ვერ იცნნეს ყოფად.

28. და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ დავრდომილთა ისმინოს.

29. და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად.

30. მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა,

31. რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე თჳნიერ თავისა ჩემისა.

32. ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ, არღარა შევსძინო.

33. ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე.

34. ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან ისმინა სიტყუაჲ ჩემი.

35. ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი არა მეცნიერებით იყვნეს.

36. არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი,

37. რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა.

35

1. მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2. რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა?

3. ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო?

4. მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა.

5. აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან.

6. უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად?

7. ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა?

8. კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი.

9. სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა.

10. და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი,

11. რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა.

12. მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა,

13. რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ.

14. ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს.

15. და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს.