წიგნი ივდითისა

1

1. წელსა მეათორმეტესა მეფობისა ნაბოქოდონოსორისასა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევის, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხუჟიკეთსა ზედა,

2. და აღაშენა ქალაქი ეკბატანს და მოადგა ზღუდე გარემო მისა ლოდთაგან თლილთა სიზრქითა სამ წყრთა და სიგრძითა ექუს წყრთა. და იყო სიმაღლე ზღუდისა მის სამეოცდაათ წყრთითა, სივრცე მისი ერგასის წყრთა.

3. და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა.

4. და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსლვად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთა.

5. და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა.

6. და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი. და ტიგრისისნი და ვიდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელვიმელთასა. და შეკრბა თესლები მრავალი ფრიად განწყობად ძეთა ქელეუდისთა.

7. და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანის-მან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზისა დასავლისათა და მკჳდრთა კილიკიასათა, დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳრებულთა ზღჳსპირისათა,

8. თესლებსა კარმელისასა და გალადისთა და ზენა გალილეასათა და დიდველსა იეზრაელისასა,

9. და ყოველთა მკჳდრთა სამარიასთა და ქალაქთა მისთა და წიად იორდანესა ვიდრე იერუსალჱმადმდე და ბეტენედ და ქილუსად და კადედ და მდინარედ ეგჳპტისა და ტაფნად და რამესედ,

10. და ყოველსა ქუეყანასა გესემისასა ვიდრე მოსლვადმდე ზემო მემფისა და ტანეოსა, და ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა ვიდრე საზღვართა ეთიოპისათა.

11. და განაქიქეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა სიტყუაჲ ნაბოქოდონოსორისი, მეფისა ასურასტანისა, და არა შეერთნეს მას ბრძოლასა, რამეთუ არა ეშინოდა მისა, ერთის კაცისა, და წარაქცივნეს, მოციქულნი მისნი ცალიერნი გინებით წინაშე პირსა მათსა.

12. და განრისხნა ნაბოქოდონოსორ ჟამსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად ,და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსა უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიასათა და დამასკესათა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა ჩემითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა, ძეთა ამონისათა, და ყოველსა იდუმიასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვამდე საზღვართა ორთა ზღჳსათა.

13. და ეწყო თჳსითა ერითა არფაქსად მეფესა უჟიკეთასა წელსა მეჩჳდმეტესა. განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცა ყოველი ერი არფაქსადისი, ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი.

14. და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანამდე. და დაიპყრა გოდოლი იგი და წარმოტყუენა უბანნი მისნი და სამკაული მისი და დადვა საყუედრელად.

15. და წარმოიყვანა არფაქსად და ოროლსა აღაცვა მთათა ზედა რაგავისათა და ლახურებით, თჳსით მოსრა იგი ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

16. და მოიქცა იგი მათ თანა ნინევად და ყოველი განწყობილი მისი და ყოველი ნადი მისი, სიმრავლე ერისა მბრძოლისა დიდძალი ფრიად. და იყო მუნ უზრუნველ და ყოველი ერი მისი ასდაოც დღე.

2

1. და წელსა მეთურამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თთჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბოქოდონორორისა, მეფისა ასურასტანისსა, შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა.

2. და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

3. და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს,

4. რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი.

5. და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.

6. ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად იგინი სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისა ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვყო ესე ყოველი ჴელითა ჩემითა და შენ არა რასა გარდაჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა.

7. და გამოვიდა ჰოლომფორე პირისაგან უფლისა თჳსისა და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და ერისა წინამძღუართა და მთავრობასა ზედა მდგომელთა ერისა ასურეთისათა და აღირაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან თჳსმან ათორმეტი ბევრი და ორათასი.

8. და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლე ბრძოლისა და განწყობისა და მოასხა აქლემი, ჯორი და ვირები, სიმრავლე ფრიადი ჭურჭელთა მათთჳს და ზროხა და ცხოვარი და თხა საზრდელად მათა, რომლისა არა იყო რიცხჳ,

9. და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ,

10. ოქრო და ვეცხლი სახლისაგან სამეფოსა მრავალი ფრიად.

11. და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინა განსლვად მეფისაგან ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისა მზისა დასავალად კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა და მრავალი ნართევი ერი, თანა გამოერთო მათ სიმრავლე, ვითარცა მკალთა და ვითარცა ქჳშა ზღჳსა და სიმრავლე მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა.

12. და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთაილისასა მახლობელად მთასა მას მარცხენით ზენასა კილიკიასა და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ყოველი ეტლები მისი და წარვიდა მიერ მთად კერძო.

13. და მოსრნა ფოდელნი და ლუდენი და წარმოტყუენა ყოველნი ძენი რასინისნი და ძენი ისმეილისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირისა უდაბნოსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელკონისასა.

14. და გამოვლო ევფრატი ღა განვლო შუამდინარე და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ღელით კერძო ნაბრონისა ვიდრე საზღვრადმდე ზღუად დიდად

15. და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიასანი და მოსრა ყოველი, რომელნი წინააღუდგენ მას და მოიწია ვირდე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიისასა.

16. და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისნი და მოწუა კარავები მათი და წარმოიღო არვეები მათი.

17. და შემოვიდა ველად დამასკესა დღეთა მკისა იფქლისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და აგარაკები მათი და სამწყსო და მროწეული მათი მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და ყოველი ჭაბუკი მათი მოსრა პირითა მახჳლისათა.

18. და დაეცა შიში და ძრწოლა მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და დამკჳდრებულთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნასათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზას და ასკალონსა შეეშინა მისა ფრიად.

3

1. და მიავლინეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისათა და ჰრქუეს.

2. აჰა ესერა, ჩუენ მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, შენ წინაშე ვართ. მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა. ბ.

3. აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და ყოველნი ღელენი საიფქლენი სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი აგარაკთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან. იჴმიენ იგინი, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა, და საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან. მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა სათნო არს თუალთა შენთა.

4. და იყვნენ ჩუენგანნი ყოველნი წესთა შენთა ზედა.

5. ჩუენცა და ძენიცა ჩუენნი მონანი შენნი ვართ.

6. მოვედ ჩენდა, მშჳდობისმყოფელო უფალო, და განგჳწესენ მსახურება ჩუენი, ვითარცა სათნო იყოს შენდა. და მივიდეს კაცნი იგი ჰოლომფორესა და უთხრნეს მათ.

7. და გარდამოიტრა ზღჳსკიდედ იგი და ერი მისი და მოიცუნა ქალაქნი მაღალნი.

8. და წარმოიყვანნა მათგანნი კაცნი ძლიერნი ბრძოლად.

9. ხოლო მათ შეიწყნარეს იგი და ყოველი სოფლები მათი

10. გჳრგჳნებითა და ბორობნებითა და ბობღნებითა

11. დაარღჳნეს ყოველნი საზღვარნი მათნი და მოკაფეს ყოველი სერტყები მათი.

12. რამეთუ მოცემულ იყო მისა ბრძანება მოჴოცად ყოველთა კერპთა ქუეყანისათა.

13. მხოლოდ ნაბუქოდონოსორს მსახურებდენ ყოველნი ნათესავნი და ყოველნი ერნი და ტომები მათი ხადოდენ მას ღმერთად.

14. და მოვიდეს წინაშე პირსა ეზრექოთისასა მახლობელად დოთეასა, რომელ არს წინაშე პრიონსა დიდსა იდუმიასასა.

15. და დაიბანაკეს შორის გებეესა საკჳთეპოლისასა, რომელი არს შიბანი. და იყო მუნ თუე ერთ, რათა შეიკრიბოს მუნ ყოველი გუნდი ძლიერებისა მისისა.

4

1. და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რაოდენი ქმნა ჰოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა, ერისთავმან ნაბუქოდონოსორისამან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარსახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად,

2. და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა, შეძრწუნებულ იყვნეს, რამეთუ მაშინ ოდეს აღმოსრულ. იყვნეს ტყუეობისაგან, ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი მაშინ განწმედილ იყო შეგინებულებისაგან.

3. და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა და ბეროსთა და ბელმენისათა და იერიქოსათა და ქუბასთა და ერონა და ღელეთა სალიმისთა.

4. და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათა მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დასდვეს საზრდელი მათ შინა და განამზადებედ ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი.

5. და მიწერა იოაკიმ, მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს მკჳდრთა ბეტულიასათა და ბეტონის თემისაგან, რომელ არს

6. და თქუა: აღვედით და დაიპყართ მასადანითგან აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შემოსავალი ჰურიასტანად და ადვილ იყო დაყენება მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ყოლად ორის კაცისა.

7. და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოაკიმ, მღდელმან დიდმან, და ყოველთა მოხუცებულთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს.

8. და ღაღად-ყო ყოველმან კაცმან ისრაჱლისამან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს სულნი მათნი წინაშე ღმრთისა - მამათა და დედათა,

9. და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით ფრდილმან მათმან მოირტყეს ძაძა წელთა მათთა,

10. და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რათა არა მიეცნენ ჩჳლნი მათნი და მიმოსტაცებდა ცოლთა მათთა წარსატყვენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი განსარყუნელად და სიწმიდე შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა.

11. და იოაკიმ, მღდელი დიდი უფლისა, და ყოველნი ისრაჱლნი გარემოს ვლიდეს ქალაქისა მის და ზრახვიდეს და მსახურნი უფლისანი

12. ეტყოდეს მათ: უწყოდეთ, რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი შეისმენს ვედრებასა თქუენსა, უკუეთუ მტკიცედ სდგეთ ლოცვითა და მარხვითა წინაშე უფლისა.

13. მოიჴსენენით მოსესი, მონისა ღმრთისა, რომელი არა იბრძოდა მახჳლითა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა, და დასცა ამალეკი, რომელი ესვიდა ძალსა თჳსსა და მახჳლსა და ეტლებსა და მჴედრობათა თჳსთა.

14. ეგრეთვე იქმნებიან ყოველნი მბრძოლნი ისრაჱლისანი, უკუეთუ შეუდგეთ საქმეთა ამათ, რომელი-ესე იწყევით.

15. ვინათაგან გვწურთის უფალი, მადლობით ვდგეთ წინაშე მისსა

16. და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა კეთილისათჳს მოხედვისა უფლისა მიერ ყოველსა ზედა სახლსა ისრაჱლისასა.

17. ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა და ნაცარგარდასხმულნი ვარშამანგთა მათთა შესწირვიდეს მსხუერპლსა ზედასზედა ლოცვასა და ნეფსით, მისაცემელსა ერისათა.

5

1. და უთხრეს ჰოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანისასა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი განმზადებულ არიან ბრძოლად; გამოსავალნი მთათანი დაჴსნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი, დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი.

2. და განრისხნა ჰოლომფორე გულისწყომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისთა და ყოველთა პეტთა ზღჳსკიდისათა.

3. და ჰრქუა მათ: მითხართ მე, ძენო ქანანისანო! ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა ამასა? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა და რა არს სიმრავლე ძალისა მათისა? და რა არს სიმაგრე მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფე წინამძღურად ერისა მათისა?

4. და რასათჳს არა ისმინეს ჩემი, რათამცა მოვიდეს და მომეგებოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზისა დასავლისანი?

5. მიუგო და ჰრქუა მას აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა მისისა, და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა.

6. ესენი არიან ნაშობნი ქალდეველთანი.

7. და მწირობდეს პირველად შუამდინარესა, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დაბადებულ.

8. და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთასა.

9. და თაყუანი-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთსა, რომელი იცნეს ჭეშმარიტი, და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმრთისათა და ივლტოდეს შუამდინარედ. მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა და ჰრქუა მათ ღმერთმან მათმან: მწირობისაგან მათისა გამოსულა და მოსულა ქუეყანად ქანანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორასდაათხუთმეტ წელ და განმრავლდეს ოქროთა და ვეცხლითა და საცხოვრით ფრიად. და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა სიყმილმან პირი ქუეყანისა ქანანისა და მწირობდეს კუალად მუნ ორასდაათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს. და იქმნეს მუნ სიმრავლე დიდი და არა იყო რიცხჳ ნათესავისა მათისა.

10. და აღდგა მეფე ეგჳპტისა ბრძოლად მათ ზედა შრომითა ალიზისა საქმითა და დაამდაბლის სიმრავლე მათი და დაიმონნეს იგინი. და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ მათისა და გვემნა იგინი ღმერთმან მათმან მათითა ტანჯვითა და მოსრა ყოველი ქუეყანა ეგჳპტისა წყლულებით, რომლისა არა იყო კურნებაჲ.

11. ოდეს გამოავლინეს ეგჳპტელთა, აღებულ იქმნეს წყლულებანი მათგან და კუალად დევნა-უყვეს, ენებათ დაპყრობაჲ, დამონებაჲ და კირთადა.

12. და ივლტოდენ რა, ღმერთმან ცათამან განაჴმო ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა, და წყალნი იგი იქმნნეს ზღუდე მაღალ ამიერ და იმიერ და იგინი ფერჴითა დაულტოლველითა ვიდოდეს სიღრმეთა ზღჳსასა.

13. და სადა სდევნიდეს მეგჳპტელნი, მოაქცია და წყალმან დაანთქნა იგინი, რომელ არცაღა თუ ერთი განერა მოსაჴსენებელად შემდგომთათჳს.

14. ხოლო მათ განვლეს ზღუაჲ მეწამული და დაეშენნეს მთასა სინასა, სადა არა ძალ-ედვათ კაცთა დაბანაკებად, ანუ ძესა კაცთასა განსუენებად.

15. მუნ წყალნი მწარენი დაუტკბნა სასმელად მათდა და ზეცით საზრდელი უწჳმა ორმეოცთა წელთა.

16. თჳნიერ მშჳლდ-კაპარჭთა და საჭურველთა და მახჳლთასა ბრძოდა მათ წილ ღმერთი მათი და ყოველნივე მძლავრნი დასცნა.

17. და არა ვისგან ევნო ბანაკსა მათსა, უკუეთუმცა არა შესცოდეს უფალსა ღმერთსა მათსა.

18. ხოლო უკუეთუ სხუათა თაყუანის-სციან გარეშე ღმრთისა მათისა, მიეცემოდიან ტყუეობასა და სრვასა და იქმნებოდიან ყოველთაგან საყუედრელ.

19. და რაოდენგზის შეინანებდენ განშორებასა ღმრთისა მათისასა, ღმერთი ცათა მისცემდა ძლიერებასა და სიმჴნესა.

20. და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა. ეგრევე ფერეზელნი იგი და იებოსელნი და სუიქემი და ყოველნი გერგესეველნი, და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა,

21. ვითარცა არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა და იყო კეთილი მათა, რამეთუ ღმერთი მოძულე სიცრუისა არს მათ თანა.

22. ხოლო რაჟამს განდგეს გზისა მისგან, რომელი ღაუდვა მათ სჯული, მოისრნეს მრავლითა ბრძოლითა მრავალ ჟამ ფრიად და წარიტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა, და ტაძარი ღმრთისა მათისა იქმნა ოჴერ და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა.

23. და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა, აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა, სადა-იგი იყვნეს განთესილად და კუალად და-ვე-იპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა ამას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ.

24. და აწ, ჴელმწიფეო უფალო! უკუეთუ არს რამე უმეცრება ერსა მას შინა, ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა და ვიხილოთ, რამეთუ ესე საცთურ არს მათა, აღვიდეთ და ვჰბრძოთ მათ.

25. და უკუეთუ არა არს უსჯულოება მათ შორის და ნათესავსა მათსა თანა, წარვედინ უფალი ჩემი. ნუუკუე შეეწეოდის მათ ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ სირცხჳლეულ და ყუედრებულ ყოველსა ქუეყანასა.

26. და ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუათაგან, დრტჳნვიდა ყოველი ერი, რომელი გარემო იყო კარავსა ჰოლომფორესა.

27. და თქუეს მთავართა ჰოლომფორესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა და მოაბელთა, რათა განიპატიჟოს აქიორ, რამეთუ არა გუეშინის ჩუენ ძეთაგან ისრაჱლისათა, ერისა მის, რომელთა არა ძალ-უც წყობად.

29. აწ აღვიდეთ ჩუენ და ვქმნეთ შესაჭმელ ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ჰოლომფორე!