ლოცვაჲ წმიდისა იერემიასი

1. მოიჴსენე, უფალო, რაჲ გუეყო ჩუენ. მოიხილე და იხილე ყუედრება ჩუენი.

2. სამკჳდრებელი ჩუენი გარდაიქცა სხუათად, სახლნი ჩუენნი უცხოთად.

3. ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამასა. დედანი ჩუენნი ვითარცა ქურივნი.

4. წყალსა ჩუენსა ვეცხლითა ვსუემდით, დღეთაგან ჩუენთა შეშათა ჩუენთა საცვალებელითა

5. მოვიღებდით ქედსა ზედა, ვიდევნენით, დავშუერით, ვერ განვისუენეთ.

6. ეგჳპტემან მისცა ჴელი ასსურს განსაძღებელად პურითა.

7. მამათა ცოდეს, და არა არიან და ჩუენ უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ.

8. მონანი გუეუფლნეს ჩუენ, დაჴსნა არა არს ჴელისაგან მათისა.

9. სულთა ჩუენთა შორის მოვიღოთ პური ჩუენი, პირისაგან მახჳლისა უდაბნოსაჲსა.

10. ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დამრუმნა. შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა.

11. დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი ქალაქთა შორის იუდაჲსათა.

12. მთავარნი ჴელებითა მათითა დამოეკიდნეს, პირნი მოხუცებულთანი არა ადიდნეს.

13. რჩეულნი წისქჳლთა შინა ფქჳდეს, და ჭაბუკნი ძელთა ზედა ჯუარს-ეცუნეს.

14. მოდევნებულნი ბჭისაგან დასცხრეს, და რჩეულნი ფსალმუნთა მათთაგან დაეცნეს.

15. დაირღუა სიხარული გულისა ჩვენისაჲ, გარდაიქცა გლოად მწყობრი ჩუენი.

16. იგლოვა გჳრგჳნმან თავისა ჩუენისამან. ვაჲ ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ.

17. ამისთჳს იქმნა სალმობიერ გული ჩუენი. ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი

18. მთასა ზედა სიონსა, რამეთუ უჩინო იქმნა, მელთა განვლეს მის შორის.

19. ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკჳდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად.

20. რაჲსათჳს სრულიად დამივიწყენ ჩუენ? დაგჳტევებ ჩუენ სიგრძედ დღეთად.

21. მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ,

22. რამეთუ განმთხეველმან განმთხიენ ჩუენ, განჰრისხენ ჩუენ ზედა ვიდრე ფრიად.