წინაწარმეტყველება ოსესი

6

1. ჭირსა შინა მათსა აღიმსთონ ჩემდამო მეტყუელთა: წარვიდეთ და მივიქცეთ უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩვენისა,

2. რამეთუ მან მწყლნა, და განმკურნნეს ჩუენ, და მცნეს და მილბუნოს ჩუენ,

3. განმამრთელნეს ჩუენ შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა შინა აღვდგეთ და ცოცხალ ვიყუნეთ წინაშე მისსა, და ვცნათ. ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ მსთუადი და მცხუედი.

4. გიყო რაჲ შენ, ეფრემ, რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ მავალი.

5. ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.

6. მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.

7. ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი აღთქმისა, მუნ შეურაცხ-მყვეს მე.

8. გალაად, ქალაქი მოქმედი ამაოთა, აღამრღუევღეს წყალსა,

9. ძალი მამაკაცისა გამცდელისაჲ დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს

10. სახლსა შორის ისრაჱლისასა. ვიხილვ მუნ განსაკრთომელი სიძვაჲ ეფრემისი, შეიგინა ისრაჱლ

11. და იუდაჲ. იწყე სთულებად მისსა მოქცევასა შინა ჩემგან ტყუესა ერისა ჩემისასა.

7

1. განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი ავაზაკი გზასა ზედა მისსა,

2. რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს.

3. უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ მათთა მთავართა

4. ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა

5. დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა

6. მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე.

7. ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო.

8. ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ არგარდაქცეულ.

9. შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა.

10. და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა ზედა.

11. და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს,

12. რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი ბავთითა ჭირისა მათისაჲთა.

13. ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა ცრუჲ.

14. და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ მიერ.

15. და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი

16. და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

8

1. წიაღთა მიმართ მათთა ვითარცა ქუეყანაჲ, ვითარცა არწივი სახლსა ზედა უფლისასა მის წილ, რომელ გარდაჰჴდეს აღთქმასა ჩემსა და ძჳნად შჯულისა ჩემისა უთნო იქმნნეს.

2. მე მიღაღადებდენ: ღმერთო, გიცანთ შენ,

3. რამეთუ ისრაჱლი განვაყენე კეთილსა, მტერმა დევნა იგინი.

4. თავითა მათითა მეფობდეს, და არა ჩემ მიერ იმთავრეს, არა მიცნეს მე, ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ქმნნეს თავთა მათთა კერპებად, რაჲთა მოისრნენ.

5. მოსპე ჴბოჲ შენი, სამარია! განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრე რომლისამდე ვერ უძლავსყე განწმედად ისრაჱლისა შორის.

6. და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს მით, მაცთურ იყო ჴბოჲ შენი, სამარია,

7. რამეთუ ქარრყუნილებასა სთესავს და დაქცევაჲ მათი ელის ამათ. მჭელელსა არა აქუს ძალი ყოფად ფქჳლისა. ხოლო უკეთუ ყოსცა, უცხოთა შეჭამნენ იგინი.

8. დაინთქა ისრაჱლი. აწ იქმნა წარმართთა შორის, ვითარცა ჭურჭელი უჴმარი,

9. რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთამი. აღმომორჩდა თჳსაგან ეფრემ-ძღუენი შეიყუარა.

10. ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი, და დაშურენ მცირედ ცხებად მეფისა და მთავართა.

11. რამეთუ განამრავლნა ეფრემ მსხუერპლისსაცავნი, ცოდვა მისი იქმნეს მსხუერპლისსაცავნი შეყვარებულნი.

12. დავაწერო მას სიმრავლე, შჯულვილნი მისნი უცხოდ შერაცხილ იქმნეს,

13. სამშჯავრონი შეყუარებულნი მით, რამეთუ, უკუეთუ დაკლან საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალი არ შეიწყნარებს ამათ. აწ მოიჴსენნეს სიცრუენი მათნი და შურ-იგოს უსჯულოებათა მათთათჳს. იგინი ეგჳპტედ მიიქცეს და ასსურასტანს არაწმიდას ჭამდენ.

14. და დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და აღაშენნეს ტაძარნი, და იუდა განამრავლნა ქალაქნი მოზღუდვილნი. და გამოვავლინო ცეცხლი ქალაქთა მისთა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.

9

1. ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა.

2. კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა მათ.

3. არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ,

4. არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ უფლისა.

5. რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა დღესასწაულისა უფლისასა?

6. ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა.

7. მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა სიცბილი.

8. მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა დაამტკიცეს.

9. განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა,

10. ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი.

11. ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა

12. მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან.

13. ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა

14. მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ და ძუძუნი ჴმელნი.

15. ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.

16. ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა მუცლისა მათისათა.

17. განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის.

10

1. ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა ძეგლებნი,

2. განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი

3. მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?

4. მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ. აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა,

5. ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა.

6. და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა.

7. განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა ზედა უფლისასა.

8. და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი. ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა,

9. ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ ეწიოს მათ.

10. ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა მათთა.

11. ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა მისსა იაკობ.

12. სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა.

13. რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით? შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა შინა ძალისა შენისასა?

14. და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს.

15. ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებათა თქუენთასა.