წიგნი ტობისი

1

1. წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი,

2. რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა.

3. ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ.

4. ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული.

5. რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა,

6. და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს,

7. და მეორე ათეული დაჰყიდის და მივიდის, შეამსახურის იერუსალჱმს თჳთეულსა წელიწადსა.

8. ხოლო მესამე ათეული მისცის, ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი ჯერარს, ვითარცა-იგი ამცნო მას დებორა, მამისდედამან მისმან, რამეთუ ობოლი დაშთა მამისაგან თჳსისა.

9. და ოდეს იქმნა მამაკაც, მოიყვანა ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა მისისა და ესვა მისგან ტობია.

10. და სიყრმითვე ასწავლიდა შაშთა ღმრთისათა და ყოველთა ცოდვათა განშორებასა.

11. და რაჟამს წარიტყუენნეს ნინევად, ყოველნი ძმანი და ნათესავისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა.

12. ხოლო მან დაიცვა სული თჳსი ჭამისაგან, რამეთუ მოეჴსენა მას ღმერთი ყოვლითა გულითა.

13. და მისცა მას მაღალმან მადლი და ხატოვნება წინაშე სალმანასარ მეფისა და იყო მისა ვაჭარი.

14. და მიეცა მას ჴელმწიფება, სადაცა ენება წარსლვა, და თავისუფლება, რაჲთა ენება ქმნად.

15. და მივიდის ყოველთა ტყვეთა თანა და ნუგეშინის-ცემდის.

16. როგუელისა ქალაქთა ხუარკეთისათა პატივ-სცეს და მოსცეს ათი ტალანტი ვეცხლი.

17. და მუნ კრებულთა შორის გაბაელ იხილა დავრდომილი და ვედრი დადვა ვეცხლისა მის თანა და მოუღო ჴელით-წერილი.

18. და ოდეს მოკუდა სალმანასარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ და გზანი მისნი შფოთ იყვნეს და ვერღარა იკადრებდა მისლვად ხუჟიკეთა.

19. და დღეთა სალმანასარისთა მოწყალებასა მრავალსა ჰყოფდა ძმათა ჩუენთათჳს.

20. პურსა მისსა ცემდის მშიერთა და სამოსელსა შიშველთა, უკუეთუ სადა ვინ იხილის ნათესავისა ჩუენისაგანი მომკუდარი და განგდებული უკანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დაჰფლევდის მათ, და რაოდენთა მოსწყუედდა სენიქერიმ მეფე.

21. მო-რა-ვიდა სენაქერიმ სივლტოლით ჰურიასტანით, დაჰფლევდის მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით და ეძიებდა მეფე გვამებსა მათსა და არა იპოვა.

22. მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა მისათჳს მეფესა, ვითარმედ იგი დაჰფლევდა მკუდრებსა მას და დაემალა, რამეთუ აგრძნა, ვითარმედ ეძიებს მას მოკლვად, შეეშინა და ივლტოდა და აღჭრეს ყოველი ნაყოფი მისი.

23. და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა.

24. და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა.

25. და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი.

2

1. და იყო ერგასისთა მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდა შჳდთა მათ შაბათთა, დაუმზადეს მათ პური, და დაჯდა ჭამად და სუმად.

2. იხილნა რა სანოვაგენი მრავალნი, ჰრქუა ძესა თჳსა წარვედ და მომგუარე, ვინა ჰპოო ძმათა ჩუენთაგანი ნაკლულევანი, რომელსა ეჴსენოს უფალი, და არქუ: აჰა, ესერა, გელი შენ.

3. მოვიდა და ჰრქუა მას: მამაო, ერთი ვინმე ნათესავთა ჩუენთაგანი შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანთა ზედა მკუდარი.

4. ხოლო იგი ვიდრე პურის-ჭამამდე აღდგა და აღიღო იგი და შეიღო სახლად ვიდრე მზისა დასლვამდე.

5. და რათა მოიქცეს, იბანოს და ჭამოს პური მწუხარებითა.

6. და მოეჴსენა წინაწარმეტყუელება იგი ამოსისი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: გარდაიქცეს დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი სიხარულნი თქუენნი გოდებად; ხოლო მოეჴსენა ესე რა, ტიროდა ფრიად.

7. ოდეს დაჴდა მზე, წარვიდა და დაფლა იგი.

8. და მოძმენი მისნი ეკიცხოდეს მას და იტყოდეს: არღარა ეშინის ამას მოკლვისა, ამა საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე დაჰფლავს.

9. ხოლო ტობი იყო მოშიშ უფრო სრულიად ღმრთისა ვიდრეღა მეფეთასა, და იპარვიდა გუამთა მკუდართასა შუაღამ და დაჰფლვიდა.

10. დღესა მას მოვიდა მაშურალი და დაწვა შეგინებული კედელთა თანა ეზოსათა და პირსა არარა ებურა.

11. და არა იცოდა, რამეთუ მერცხალნი იყვნეს კედელსა მას, და თუალნი მისნი ეხილნეს და დააჯვნეს თუალთა მისთა ტფილი და მიმოექცა თეთრი თუალთა.

12. და ესეცა განსაცდელი მოუვლინა ღმერთმან მას, რათა სახედ მოეცეს შემდგომთა მისთა, ვითარცა ეყო წმიდასა იობს.

13. ვინათგან მარადის მოშიშ იყო ღმრთისა და აღასრულებდის მცნებათა მისთა და ითმენდის ყოველთა განსაცდელთა.

14. იდგა შიშსა ზედა ღმრთისასა და არა ღრტჳნვიდის და მადლობდა ღმერთსა ყოველთა დღეთა ცხორებისა თჳსისათა.

15. ხოლო ვითარცა მეფენი აყუედრებდენ ნეტარსა იობს, ეგრეთვე მოძმენი მას ეტყოდეს:

16. სადა არიან სასოებანი შენნი, რომელ ქველის-მოქმედებდ და მოწყალებითა დაჰფლვიდი მკუდართა?

17. ხოლო ტობი მიუგებდა მათ და ეტყოდა: ნუ ეგრე ზრახავთ.

18. ძენი ვართ წმიდათანი და მათსავე ცხორებასა მოველით, რომელ ღმერთი მინიჭებად არს, რომელნი არა მიდრკენ სარწმუნოებისა მისისაგან.

19. ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა,

20. და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.

21. ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.

22. ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა, რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ ზედა!

23. ესევითარითა სიტყჳთა აყუედრებდენ.

3

1. და შეწუხდა და ტიროდა და ილოცევდა ურვით,

2. და იტყოდა: მართალ ხარ შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისასა და ჭეშმარიტებისასა სჯი უკუნისამდე.

3. მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა და ნუ შურს ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე,

4. რამეთუ არა ისმინეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ. ხოლო აწ, უფალო, ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან

5. ყოფად ჩემგან და მამათა ჩუენთა ცოდვათათჳს, რამეთუ არა ვყვენით მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდით ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.

6. ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.

7. მას დღესა შინა შეხუდა სარას, ასულსა რაგოველისასა, ეგბატანს ხუჟიკეთისასა,

8. ამასცა აყუედრებდა მჴევალთაგანი მამისა მისისათა, რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა და ასმოდეოს, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესულადმდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათა. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიეს, რომელსა დაგიშთობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესვა და ერთისა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად,

9. რასათჳს მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა. ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე.

10. ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტო ვარ მე მამისა ჩემისა, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრებელ არს მისა და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთად.

11. და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, რომელი იყო პირისპირ იერუსალჱმისა.

12. დღესა მას მესამესა განსრულებასა ლოცვისასა აკურთხევდა უფალსა.

13. და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი და პატიოსანი უკუნისამდე. გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე.

14. და აწ, უფალო, სრულითა გულითა ჩემითა გევედრები შენ.

15. შენდამი ვთქუ განტევება ჩემი ქუეყანით, რათა არღარა მესმეს ყუედრებაჲ.

16. შენ უწყი, უფალო, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა მამაკაცისა.

17. არა აღვერივე დღეთა ჩემთა მროკავთა თანა, არცა მათ თანა, რომელნი ვლენან უწესურად.

18. და არა შევაგინე სახელი ჩემი, არცა სახელი მამისა ჩემისა.

19. ანუ მე არა ღირს ვიყავ ქმარ-ყოფად მათთა, ანუ იგინი არა ღირს იყვნეს ცოლ-ყოფად ჩემდა, ანუ შენ დაგიმარხივარ სხჳსა ქმრისათჳს.

20. განგებანი ღმრთისანი არა გულისხმა-იყოფების კაცთა მიერ.

21. ჭეშმარიტ არს, რომელიცა აღგიარებს შენ ცხორებასა შინა თჳსსა, რომელნიცა გამოიცადებიან, გჳრგჳნოსან იქმნებიან და პატიჟთა შინა მყოფნი გამოიჴსნებიან, უკუეთუ განისწავლებიან, მოწყალებანი შენნი მა-ევლინებიან.

22. ნუ მოხარულ იქმნები წარწყმედასა ზედა ჩუენსა, რომელმან ჰყვი შემდგომად ღელვისა მყუდროებაჲ და შემდგომად გოდებისა და ცრემლისა მოსცი შუება.

23. იყავნ სახელი შენი კურთხეულ, ღმერთო ისრაჱლისაო, უკუნისამდე!

24. და შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა.

25. და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაბან და სარა, ასული ჰრაგუჱლისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად და შეკრვად ასმეოდესი, ბოროტი ეშმაკი, რათა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობია და შევიდა სახიდ თჳსა და სარა, ასული რაგუჱლისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა.

4

1. მას ჟამსა შინა მოეჴსენა ტობის ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს რაგუელსა ხუჟიკეთისასა, და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოო სიკუდილი, რასა არა მოუწოდა ტობიას, ძესა ჩემსა, რათა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?

2. და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო,

3. მო-რა-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ყოფ დედასა შენსა, არამედ პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.

4. მოიჴსენე, ყრმაო. რამეთუ, მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა.

5. და ოდეს მოკუდეს, დაფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა და უფალი ღმერთი ჩუენი გეჴსენენ.

6. ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.

7. ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.

8. ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდი მათგან მოწყალებასა,

9. უკუეთუ მცირედი გაქუნდეს, მცირედისაებრ ჰყოფდი, ნუ გეშინინ ყოფად მოწყალებისა.

10. რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავსა შენსა დღესა მას ჭირისასა.

11. რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად, ბნელსა.

12. ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა

13. ეკრძალე, შვილო ჩემო, ყოვლისაგან სიძვისა და ცოლისა შენისაგან კიდე ნურავინ იცი და ნუცა გამოიძიებ ესევითართა საქმეთა.

14. რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედა და შფოთი მრავალი და უჴმარებითა დაკლება და ნაკლულევანება დიდი, რამეთუ უჴმარება არს დედა სიყმილისა.

15. სასყიდელი ყოვლისა კაცისა, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად, და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ წურთილ ყოველთა შინა სლვათა შენთა.

16. და რომელი შენ გძულს, სხვასა ნუ ვის უყოფ. ღჳნოსა მორვალობით ნუ სუამ და ნუ იქცევინ შენ მთრვალობით ყოველთა შინა გზათა შენთა.

17. პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა.

18. მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.

19. ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.

20. და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდი, რათა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყუნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ.

21. და აწ გაუწყო შენ, რამეთუ ათი ტალანტი დამივედრებიეს ვეცხლისა გაბაელს, რომელი არს ათი ქანქარი, ძესა გაბირიასა, ჰრაგუელს ხუჟიკეთისასა.

22. გამოიძიე იგი, რა მიხჳდე, და მოუღე მისგან ათი იგი ტალანტი ვეცხლი და უკუნეც ჴელით-წერილი მისი.

23. ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით ფრიად და გაქუს შენ მრავალი რაჲმე. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.

5

1. მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა რომელსა მამცნებ მე, ყოფით ვყო.

2. არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ ვედრი გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად? რამეთუ მე არა ვიცი იგი, არცა მან მიცის მე. რა სასწაული მივსცე, რათა იცნას და რწმენეს ჩემ. ი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზა ხუჟიკეთისა ვიცი.

3. და მისცა ჴელით-წერილი იგი კაცისა მის, რომლისა თანა იყო ვედრი. იგი.

4. ჰრქუა: აწ, შვილო, იძიე, ვინ-ა კაცი სარწმუნო, რომელი მოვიდეს შენ თანა და მივსცეთ მას სასყიდელი იგი, ვიდრე ცოცხალღა ვარ.

5. და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რათა წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა მეცნიერი გზისა და ჰპოვა რაფაელ მდგომარე წინაშე მისა.

6. და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისა არს.

7. და ჰრქუა მას ტობია: ძალ-გიცა მოსლვად ჩემ თანა რაგუელის ქუეყანასა ხუჟიკეთისისა? ანუ სრულ ხარა ადგილსა მას?

8. ჰრქუა მას ანგელოზმან: მე წარგიძღუე და მეცნიერ ვარ გზისაცა და ვიცნობ გაბაელს, ძმასა ჩუენსა.

9. და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო, ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რათა მოხჳდე ჩემ. თანა და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.

10. და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა, ესერა, ვპოვე კაცი ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარმოვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა. მას: მომიწოდე მე აქა, რათა უწყოდი, რომლისა ტომისა არს, უკუეთუ სარწმუნო არს, რათა წარმოვიდეს შენ თანა.

11. და განვიდა ტობია და მოუწოდა მას და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი. ტობი პირველად და თქუა ანგელოზმან: მშჳდობა შენდა!

12. და თქუა ტობი: რა მშჳდობა ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ. და უძლური თუალითა და ნათელსა ცისასა არა ვხედავ.

13. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ადვილ არს უფლისა მიერ განკურნება შენი.

14. ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ნებავს წარსლვა ხუჟიკეთა. ძალ-გიცა მისლვა მის თანა? და ოდეს მოიქცე, სასყიდელი მოგცე და მიგცე შენ სასყიდელი შენი.

15. და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მათთა მისთა მეცნიერ ვარ და შენდავე მივაქციო.

16. და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისა ხარ და რომელთა მამათა, ძმაო?

17. ხოლო მან ჰრქუა: რა გნებავს? ტომსა და მამულსა ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი, და რომლისა ნათესავისა ხარ შენ?

18. და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიასი, სახლისაგან სედემისი დიდისა, ძმათაგან შენთა.

19. და ჰრქუა ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხდები, რამეთუ ნათესავთაგან დიდისა ხარ შენ და მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი და აჰა, ესერა, ძმა ჩემი ხარ შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისა, ვიცოდე.

20. და მითხარ მე: რა მიგცე შენ სასყიდელი დღისა, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა. და წარვედ ძისა ჩემისა თანა.

21. და მერმეღა შევსძინო სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ნუ გეშინინ! მე წარვიდე ძისა შენისა თანა, მოვიდეთ და მოვაქციოთ მშჳდობით.

22. და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქვა მას: შვილო, განვედ ძმისა შენისა თანა და მზა იყავ. ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენ თქუენ ცოცხლებით და ანგელოზი მისი თანაგივიდოდენ თქუენ.

23. და მზა-ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით. და ტიროდა დედა მისი და ჰრქუა ტობის: რასა წარავლინე ყრმა ესე? ანუ არა ეგე არს კუერთხი ჴელისა შენისა? და ესე განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.

24. ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხოვარ იყავნ ძისა ჩემისა,

25. ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებაჲ უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდებით.

26. და ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო!

27. ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით. მაშინ დასცხრა ტირილად დედა მისი.