 |
კონსტანტინეპოლის
მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი -
ყოვლადუწმიდესი ბართლომე
ერში - დიმიტრიოს არქონდონისი.
დაიბადა 1940 წლის 12 მარტს, თურქეთის კუნძულ
იმბოსზე.
განათლება მიიღო შვეიცარიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში, საეკლესიო
სამართლის განხრით. არის რომის პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტის ღვთისმეტყველების
დოქტორი.
1973 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად ფილადელფიის
მიტროპოლიტის ტიტულით.
1990 წელს დაინიშნა ქალკედონის მიტროპოლიტად.
1991 წლის
22 ოქტომბერს არჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქად, ინტრონიზაცია შედგა 2
ნოემბერს.
პატრიარქის სრული ტიტულია: მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა
რომისა და მსოფლიო პატრიარქი. საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი
მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული).
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საფოსტო მისამართი: Rum Patrikhanesi, 34 220
Fener-Halic, Istanbul, Turkey. Grand chancellary tel.: (90 212) 525-21-17; Fax:
(90-212) 531-90-14.
www.epnet.gr;
www.patriarchate.org. |
| |
|
 |
პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა
- უნეტარესი თეოდორე II
ერში - ნიკოლას ქორეფთაკისი.
დაიბადა 1954 წელს კანლიში, კასტელი ქანიას
პროვინციაში.
თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ღვთსმეტყველების
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
1957 წელს ხელდასხმულ
იქნა დიაკვნად.
1985-90 წლებში იგი იმყოფებოდა ოდესაში სტატუსით: ალექსანდიის
პატრიარქის ეგზარქოს რუსეთში, სადაც მის მრევლს წარმოადგენდნენ ყოფილი საბჭოთა
კავშირის ბერძნები.
1996 წელს დაინიშნა ალექსანდრიაში ქორეპისკოპოსად.
1997 წლის
სექტემბრიდან მიტროპოლიტი თეოდორე არჩეულ იქნა კამერუნისა და ცენტრალური აფრიკის
მიტროპოლიტად.
2002 წელს არჩეულ იქნა ზიმბაბვეს მიტროპოლიტად.
2004 წლის 9 ოქტომბერს
ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის მიერ არჩეულ იქნა პაპად და პატრიარქად დიდისა
ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა.
ინტრონიზაცია შედგა ალექსანდრიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში 2004 წლის 24 ოქტომბერს.
ალექსანდრიის საპატრიარქოს მისამართია: P.O. Box 2006 Alexandria EGYPT tel.:
+2-03-4868595; Fax: +2-03-4875684.
www.patriarchateofalexandria.com
|
| |
|
 |
ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი -
უნეტარესი ეგნატე IV
დაიბადა1921 წელს სირიის სოფელ მხარდეიში, ქალაქ ქამას სიახლოვეს.
1942 წელს იყო
ახალგაზრდა მართლმადიდბელთა მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი, რომელიც მეორე
მსოფლიო ომის დროს ვითარდებოდა ლიბანსა და სირიაში.
1945 წელს გაემგზავრა პარიზში,
სადაც სწავლობდა წმიდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1961 წელს ხელდასხმულ
იქნა ეპისკოპოსად.
1970 წელს ებოძა ლატაკიის (სირია) მიტროპოლიტობა.
1979 წლის 2
ივლისდან არჩეულ იქნა ანტიოქიის პატრიარქად.
ანტიოქიის საპატრიარქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate of Antioch
B.P.Box: 9-damascus-Syria. tel.: +963-11-542-44-00/01/02/03; Fax:
+963-11-542-44-04.
www.antiochpat.org.
|
| |
|
 |
იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი -
უნეტარესი თეოფილე ერში - ილია იანოპულოსი.
დაიბადა 1952 წელს საბერძნეთში.
1964 წელს ჩააბარა
იერუსალიმის საპატრიარქო სკოლაში, რომელიც 1970 წ. დაამთავრა.
1970 წლის 28 ივნისს
იერუსალიმის პატრიარქმა ბენედიქტემ აღკვეცა ბერად სახელით თეოფილე.
1970 წლის
1 ივლისს იორდანიის მთავარეპისკოპოსმა ბასილიმ ხელი დაასხა დიაკვნად.
1975 წელს
იეროპოლელი მთავარეპისკოპოს დიოდოროსის მიერ ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად.
იმავე 1975 წელს იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით სასწავლებლად
გაგზავნილ იქნა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1978 წელს
მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.
1991-1996 წლებში იყო გალილეის კანაში წმიდა
დიდმოწამე გიორგის სახელობს მონასტრის იღუმენი.
2004 წელს დაინიშნა მაცხოვრის
საფლავის უფროს მცველად და არჩეულ იქნა იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდის
წევრად.
2005 წლის 14 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდელმთავრად და არჩეულ იქნა
თაბორის მთავარეპისკოპოსად.
2005 წლის 22 აგვისტოდან არჩეულია იერუსალიმის
პატრიარქად.
საპატრირაქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate, B.O.Box 14518,
zip code 91145 Jerusalem, Israel. tel.: +972-542-104738 (24 hours), fax:
+972-2-6261283.
www.jerusalem-patriarchate.info. |
| |
|
 |
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი - უწმიდესი
კირილე ერში - ვლადიმირ გუნდიაევი.
დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში.
1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის სასულიერო სემინარიში, შემდეგ კი ლენინგრადის
სასულიერო აკადემიაში.
1969 წლის 3 აპრილს აღიკვეცილ იქნა ბერად და სახელად ეწოდა
კირილე.
1969 წლის 7 აპრილს ხელდასხმულ იქნა ბერდიკვნად.
1969 წლის 1 ივნისს
ხელდასხულ იქნა მღვდელმონოზონად.
1971 წლის 12 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის
ხარისხში.
1976 წლის 14 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1977 წლის 2 სექტემბერს
აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
1991 წლის 25 თებერვალს აღყვანილ იქნა
მიტროპოლიტის ხარისხში.
2009 წლის 27 იანვარს წმიდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და
სრულიად რუსეთის პატრიარქად.
2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინტრონიზაცია.
მისამართი: Россия, 110934, Москва, Чистый переулок, 5. Тел.: (7-495)
637-75-91. e-mail:
infro1@patriarchia.ru. www.patriarchia.ru. |
| |
|
 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II
ერში - ირაკლი გიორგის მე ღუდუშაური.
დაიბადა - 1933 წლის 4 იანვარი, ქ. ორჯონიკიძე (1991
წლიდან - ვლადიკავკაზი).
1952 წელს დაამთავრა ქ. ვლადიკავკაზის №22 საშუალო
სკოლა.
1952-1956 - მოსკოვის სასულიერო სემინარია.
1956-1960 - მოსკოვის
სასულიერო აკადემია.
1957 წლის 16 აპრილი - ბერად აღკვეცა.
1957 წლის 18 აპრილი - დიაკვნად
კურთხევა.
1959 წლის 10 მაისი - მღვდლად კურთხევა.
1960-1963 - ბათუმის წმინდა ნიკოლოზის
სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
1960 წლის 19 დეკემბერი - იღუმენის წოდება.
1961 წლის 16 სექტემბერი -
არქიმანდრიტის წოდება.
1963 წლის 26 აგვისტო - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, სრულიად
საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.
1963-1970 - მცხეთის
სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.
1970-1972 - მცხეთის სასულიერო
სემინარიის რექტორი.
1967 წლის 1 სექტემბერი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.
1969 წლის 15 მაისი -
მიტროპოლიტის წოდება.
1972 - მეორე პანაღია.
1975 - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.
1977 წლის 23 დეკემბერი - XII ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
1977 წლის 25 დეკემბერს შედგა ახლადარჩეული
პატრიარქის ინტრონიზაცია.
1978-1983 - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
1997 -
კრიტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი.
1997 - გაეროსორარსებელი ინფირსტიზაცთს
საერთშორისო აკადემოს ნამდვილი წევრი.
1998 - ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო
სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.
მისამართი: საქართველო - 0105. თბილისი. ერეკლე II მოედანი №1. [+995] 32 989528,
ფაქსი: 987114. |
| |
|
 |
მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და
კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა - უწმიდესი
ირინეოსი ერში - მიროსლავ გავრილოვიჩი.
დაიბადა 1930 წელს სოფ. ვიდოვაში (ცენტრალური
სერბეთი).
განათლება მიიღო ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1959 წლის ოქტომბერში სერბეთის
პატრიარქმა გერმანემ აღკვეცა ბერად სახელით ირინეოსი.
1959 წლის 27 ოქტომბერს
ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.
1974 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და
დადგენილ იქნა სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2010 წლის 22 იანვარს სერბეთის
ეკლესის წმიდა სინოდის სხდომაზე არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად.
საპატრიარქოს მისამართია: Ulica Kralja Petra br. 5, 11000 Belgrade,
Serbia, Central +381-11-30025-101. The Office of His Holiness Serbian
Patriarch, phone/fax: +381-11-3283-997.
www.spc.rs. |
| |
|
 |
მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა
და დობრუჟისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა - უნეტარესი
დანიელი დაიბადა 1951 წლის 22 ივლისს რუმინეთში.
1970-1974 წ.წ. სწავლობდა
ღვთისმეტყველების ინსტიტუტში, ამის შემდეგ იგი ჩაირიცხა სტრასბურგის ღვთისმეტყველების
ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ფიბურგის უნივერსიტეტში.
1979 წელს მიენიჭა სტრასბურგის
უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1980 წელს მიენიჭა ბუქარესტის
ღვთისმეტყველების ინსტიტუტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1990 წლის 4 მარტს
ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2007 წლის 12 სექტემბერს არჩეულ იქნა პატრიარქად.
2007 წლის 30 სექტემბერს შედგა ინტრონიზაცია.
საპატრიარქოს მისამართია: 2Dealul Mitropoliei
Alley, RO-040163, Sector 4, Bucharest. Tel: +40-21/406 71 61, Fax:
+40-21/406 71 62.
www.patriarhia.ro. |
| |
|
 |
სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმიდესი
მაქსიმე ერში - მარინ ნაიდენოვ მინკოვი.
დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს სოფ. ორეშაკში.
1935 წელს დაამთავრა წმიდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის სოფიის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი.
1941 წლის 13 დეკემბერს აღკვეცილ იქნა ბერად - სახელით მაქსიმე, 19 დეკემბერს კი
ხელი დაასხეს ბერდიაკვნად.
1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.
1950-1955 წ.წ. იგი არის ბულგარეთის მეტოქიონის წინამძღვარი ქ. მოსკოვში.
1947 წლის 12 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1956 წლის 30
დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1960 წლის 30 ოქტომბერს ებოძა
მიტროპოლიტობა.
1971 წლის ივლისში არჩეულ იქნა პატრიარქად, ხოლო ინტორნიზაცია
შედგა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში.
ბულგარეთის საპატრიარქოს მისამართია: 7 Tsar Kalonyan St., 1000 Sofia,
tel.: 882340, 872683, 872681, 876882 (Secretary), 876127 (Chef de
cabinet).
www.bg-patriarshia.bg. |
| |
|
 |
მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად
კვიპროსისა - უნეტარესი ქრიზოსტომოს II
დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად.
სკოლის
დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში.
1963 წელს დაამთავრა
ქ. პაფოსის გიმნაზია.
1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1968-1972
წ.წ. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
1972 წელს არჩეულ
იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად.
1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა
პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად.
1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა.
2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად
კვიპროსისა.
2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინტრონიზაცია.
კვიპროსის საპატრიარქოს მისამართია: Διεύθυνσις: Τ.Θ. 21130, 1502 Λευκωσία.
Τηλέφωνον (00357) 22554600. Τηλεομοιότυπον: (00357) 22431796.
www.churchofcyprus.org.cy.
|
| |
|
 |
მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა -
უნეტარესი იერონიმე II დაიბადა 1938 წელს ბეოტიის ინოფიტაში.
დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები.
ასპირანტურები გაიარა გრაცის (ავსტრია), რეგენსბურგის და მიუნხენის
უნივერსიტეტებში.
1967 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად.
1978-81 წ.წ. იყო ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის გენერალური მდივანი.
1981 წლის
4 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2008 წლის 7 თებერვალს არჩეულ იქნა ელადის
ეკლესიის მეთაურად.
2008 წლის 16 თებერვალს შედგა იერონიმოს II-ის ინტრონიზაცია.
www.ecclesia.gr
|
| |
|
 |
მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად
ალბანეთისა - უნეტარესი ანასტასი დაიბადა 1929 წლის
4 ნოემბერს.
1947-51 წ.წ. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის
ფაკულტეტი.
1964 წლის 24 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად.
1972 წელს
ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1991 წლის იანვარში კონსტანტინეპოლის პატრიარქის
მიერ გაგზავნილ იქნა ალბანეთში ეგზარქოსად ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის აღსადგენად.
1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ტირანისა და სრულიად ალბანეთისა.
მისამართი: Kisha Othodokse 151, Rruga e Kavejes
Tirana - Albania. tel: 355-4-2234-117, 355-4-2235-095, fax:
355-4-2235-109.
www.orthodoxalbania.org. |
| |
|
 |
მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა -
უნეტარესი საბა ერში - მიხეილ გრიცუნიაკი.
დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში.
1957 წელს
დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია.
1961 წელს დაამთავრა ვარშავის
ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით.
1964
წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და
ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ.
1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის
ხარისხში.
1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1987 წელს ებოძა
მთავარპისკოპოსობა.
1998 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის
მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად.
1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ
მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინტრონიზაცია.
მისამართი: Al. Salidarnosci 52, 03402 Warszawa - Poland. Office/Fax:
48-22-619-08-86.
www.orthodox.pl. |
| |
|
 |
მიტროპოლიტი პრაღისა სრულიად ჩეხეთისა და
სლოვაკიისა - უნეტარესი ქრისტეფორე დაიბადა
1953 წელს პრაღაში.
1974 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, მღვდლად.
1979 წელს საღვთისმეტყველო განათლება მიიღო პრეშოვში მართლმადიდებლურ
ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1984 წ. მოსკოვის სასულიერო აკადემია.
1987 წ.
ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
1987 წელს აღყვანილ იქნა
არქიმანდრიტის ხარისხში.
1988 წელს ხელდასხმულ იქნა ოლომოუცისა და ბრნოს
ეპისკოპოსად.
2000 წელს არჩეულ იქნა პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარპისკოპოსად.
2006 წლის 2 მაისს მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და
სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად.
2006 წლის 28 მაისს შედგა უნეტარესი
ქრისტეფორეს ინტრონიზაცია.
მისამართი: Delostrelecka 7, Praha 6 - Stresovice, 160 00, CR, tel:
420-224 315 015, fax: 420-224 313 137.
www.pravoslavnacirkev.cz. |
| |
|
 |
მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა,
მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა - უნეტარესი
იონა ერში - ჯეიმს პაფჰაუზენი.
დაიბადა 1959 წლის 20 ოქტოძბერს ჩიკაგოში.
1978 წელს
მიიღო მართლმადიდებლობა.
1985 დაამთავრა წმიდა ვლადიმერის სახელობის სემინარია და
მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
1988 წელს დოგმატიკის სფეროში
მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი.
1994 წელს ეკურთხა დიაკვნად და მღვდლად.
1995 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა იონა.
2008 წლის გაზაფხულზე აღყვანილ იქნა
არქიმანდრიტის ხარისხში.
2008 წლის 4 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2008
წლის 28 დეკემბერს არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ვაშინგტონისა და მიტროპოლიტად
სრულიად ამერიკისა და კანადისა.
მისამართი: Mailing Address via U.S. Postal Service Mail: PO Box 675
Syosset, NY 11791-0675.
Delivery Address via Fedex and UPS: 6850 N. Hempstead Turnpike Syosset,
NY 11791; Office: 516-922-0550 Fax: 516-922-0954; Office Hours: 9:00 AM
- 5:00 PM, EST. www.oca.org. |