საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ჯ -

ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, ქრისტიანული დღესასწაული. აღინიშნება 14(27) სექტემბერს.

ჯვარი - ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდე, ხსნის სიმბოლო. რომის იმპერიაში ხის ჯვარს იყენებდნენ, როგორც სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღს. იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმ. ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც წმ. ნინომ ღვთისმშობლისაგან მიიღო საქართველოში გამომგზავრებისას. ჯვარი არის ცხოვრებისეული გაჭირვების, სიდუხჭირის და ჭირ-ვარამის ერთობლიობა, რომელიც ქრისტეს სახელით მოთმინებით უნდა გადაიტანოს მართლმადიდებელმა მცნებათა დაურღვევლად.

ჯოჯოხეთი - გარდაცვალების შემდეგ ცოდვილ სულთა ადგილსამყოფელი ოთხი სფერო: 1) გარეგანი - მამამთავართა დილეგი; 2) მას შიგნით მეორე სფერო - უნათლავთა ჩვილთა სამყოფი; 3) მესამე სფერო - სალხინებელი ჯოჯოხეთი; 4) მეოთხე სფერო - საუკუნო ჯოჯოხეთი გამოუხსნელი (ტარტაროზი, გეენია). (საბა)