საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- თ -

თანამდები - მევალე.

თანანადებნი (მათე 6, 12) - ვანდებული.

თბე - გაფუებული ცომი.

თეოკრატია - სახელმწიფო წეს-წყობილება, სადაც, უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის უშუალოდ ღმერთს, ღმერთი განაგებს ასეთ სახელმწიფოს სასულიერო პირთა მეშვეობით.

თვენი - 1) საეკლესიო წიგნები, რომლებიც შეიცავს ლოცვებსა და საგალობლებს, თითოეული დღისათვის ცალკე; 2) წიგნი, რომელიც შეიცავს ეკლესიის კალენდარში ხსენებულ წმინდათა ცხოვრებას.

თვითავაჯნი - საგალობელი, რომელსაც საკუთარი მელოდია აქვს და არ არის დამოკიდებული ძლისპირზე.