საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ვ -

ვარდის წყალი - გამოიყენება ტრაპეზის კურთხევის დროს.

ვარსკვლავი - ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

ვნება - 1) ცოდვა, რომელიც მავნე ჩვევად იქცა; 2) გულისწყრომა, გულისთქმა; 3) ხორციელი სნეულება, წყლული, ჭრილობა.

ვნების კვირა - აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა.