ამაღლების სახელობის ტაძარი

მისამართი: ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის ქუჩა)

ისტორია და არქიტექტურა: მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. ტაძრის საძირკველი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა 1999 წლის ბოლოს აკურთხა. ამაღლების ეკლესიის პროექტის ავტორია არქიტექტორი რეზო ჯანაშია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკა იქნება, კარიბჭით დასავლეთით და შვერილი აბსიდით. ამ ადგილას ადრე მდგარა პლატონ იოსელიანის მიერ აშენებული ხის ეკლესია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაინგრა და რომლის საძირკველიც დღესაც არის შემორჩენილი. ტაძრის ზომებია: სიგრძე - 14,65 მ; სიგანე - 9 მ. და სიმაღლე - 8,8 მ. ტაძრის შიდა ფართობია 79 კვ.მ. ამაღლების სახელობის ეკლესია მოპირკეთებულია მცხეთის ქვიშა-ქვით. ტაძრის ქტიტორი გახლავთ შ.პ.ს. „ინტერსერვისის“ გენერალური დირექტორი ბატონი კობა ჩაჩუა. ტაძრის აგებაში მონაწილეობდნენ რაულ ხაბულია, დემურ გაბისონია, მშენებლები ზურაბ ყაველაშვილი, დავით ჯაჯანიძე, ზურაბ ლაშხი, ვახტანგ პაქსაშვილი, ჯამბულ უბირია, თამაზ კიკაბიძე, ზაქარია ფრიდონაშვილი, დურმიშხან ხიზანიშვილი, ნუგზარ დუგლაძე, ზაზა თანდაშვილი, არჩილ დათუნაშვილი, ვასილ ჩინჩალაძე, გერასონ იანტბერიძე, ადგილობრივი უბნის მოსახლეობა და სხვები.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 12 (63), 2000 წ.