ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი

ტაძრის კანკელი

მისამართი: ფანასკერტელის ქ. № 14.

ტელეფონი: 36-24-88

ისტორია: ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2000 წელს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივით და მრევლის შემოწირულობებით. 2006 წლის 22 დეკემბერს აკურთხა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

არქიტექტურა: ტაძარი ჯვარგუმბათოვანია.

მღვდელმსახურნი: წინამძღვარი - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე;
დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე;
მღვდელი ლევან მექოშვილი.

ტიპიკონი: წირვა-ლოცვა აღესრულება შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში, სრულდება აგრეთვე შეკვეთილი წირვები; ყოველ ოთხშაბათს 11:00 სთ-ზე აღევლინება ჯანმრთელობის პარაკლისი; სამშაბათობით 14:00 სთ-ზე - საუბრები მრევლთან.

ტრანსპორტი: ავტობუსი №42, სამარშრუტო ტაქსები: № 25, 80, 228.