ჯვარის მამა

მისამართი: იერუსალიმის ქ. № 8/9, ლესელიძის ქ. № 41.

ტელეფონი: 98-90-12.

ისტორია: ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იდგა ტაძარი, რომელიც მონღოლთა შემოსევის დროს დაინგრა. ეკლესია XVI საუკუნეში აღუდგენიათ, ჩვენამდე მოღწეული შენობა არქიტექტურულად სწორედ XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია. 1795 წელს აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. ხელახლა აღადგინეს 1825 წელს. ტაძარი იერუსალიმის საპატრიარქოს ქართველი ბერების მეტოქი (კუთვნილება) იყო. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს ეკლესიისა და მისი შემოგარენის სარესტავრაციო სამუშაოები.

ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია. კანკელის ხატები შესრულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ და შემოწირულია გარდაცვლილთა - გელა ლაითიძესა და თემურ ავაზრელის სულთა საოხად.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 37, 1999 წ.