წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. № 53.

ტელეფონი: 32-11-91.

ისტორია: ტაძრის არქიტექტორია რევაზ ჯანაშია. ტაძრის მშენებლობის იდეა ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიის რექტორს ზურაბ ბუაძეს. ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, რის შემდეგაც მშენებლობა თითქმის ორი წელი შეჩერებული იყო.
ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1999 წლის მაისში, მამა იოსებ გოგოლაძისა და ქტიტორ ონისე თუთბერიძის ძალისხმევით.

შემდგომში მამა იოსების ინიციატივით გადაწყდა ეკლესიისათვის დამატებითი ფართის მიშენება. მშენებლობა დააფინანსეს ბატონებმა მერაბ სანიკიძემ და ჯამლეტ სურამელაშვილმა, აგრეთვე ვანო ზოდელავამ და დავით სარალიძემ.

ტაძარი 2001 წლის 27 აინვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს აკურთხა ცხინვალისა და ნიქოზის მთავარეპისკოპოსმა ისაიამ (ჭანტურიამ).

ირაკლი გუნია, „მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები“, თბილისი, 2002 წ.