წმიდა სამების სახელობის ეკლესია
მისამართი:
ე. მანჯგალაძის ქ. № 6.
ტელეფონები: 99-00-32, 99-64-34.
ისტორია: ტაძრის მშენებლობა 1790 წელს დასრულდა. მისი
აგება პეტრე „ყარაულას“ - პეტრე აღნიაშვილს მიეწერება. 1836 წელს მის შვილს, მღვდელ
შიო აღნიაშვილს სამლოცველოსათვის სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენებია.
XIX საუკუნის 60-იან წლებში კი შემოწირულობითა და
საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და
ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მისცა. 1988 წელს სამრეკლოს გუმბათი ქართული
ხურმოთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით გადააკეთეს.
ამ ტაძარში 1863 წლის 10 აპრილს ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა
გურამიშვილმა.
ხატები: ტაძრის მოხატულობა და ფრესკები მეტნაკლებად
იმეორებენ სიონის ტაძრის ყოფილ მხატვრობას.
ირაკლი გუნია, „მცხეთა-თბილისის ეპარქიის
ტაძრები“, თბილისი, 2002 წ.
|