წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

წმიდა მოწამე კეთილმორწმუნე, ტვერის მთავრის მიქაელის სახელობის ტაძარი
აღმართულია თბილისში, წმინდა მთაზე ანუ მთაწმინდაზე.
ტაძარი აშენდა 1911-1913 წლებში, იმპერატორ ნიკოლოზ II ძმის, დიდი თავადის მიხეილ
რომანოვის ინიციატივით (1878-1918). ტუბერკულიოზით დაავადებული დიდი მთავარი
აბასთუმანში მკურნალობდა, რის შემდეგაც თბილისში დასახლდა, სადაც მეფის ნაცვალი
ილარიონ ვო-რონცოვ-დაშკოვი და მისი მეუღლე ელისაბედი ყველა საშუალებით, მათ შორის
ფინანსურითაც, მონაწილეობას იღებდნენ მასთან ერთად ტაძრის მშენებლობაში. (დიდი
მთავარი მიხეილ რომა-ნოვი თავის მფარველ წმინდანად აღიარებდა წმ. მიქაელ ტვერელს).
 |
კანკელი |
იმ დროინდელი ჟურნალი
„Кавказский Благовестник“, 1913 წლის მე-6 ნომერში, მე-9
გვერდზე აქვეყნებდა ინფორმაციას სათაურით: „ახალი ტაძარი თბილისში“.
„კვირა დღეს, 24 თებერვალს შედგა კურთხევა ახლად აგებული ეკლესიისა. კურთხევის
მსახურება წმიდა ლიტურგიასთან ერთად აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა,
მთავარეპისკო-პოსმა ინოკენტიმ, ერევნის ეპისკოპოს პიმენთან და ქალაქის
სამღვდელოებასთან ერთად. წირვის დამთავრების შემდეგ მის ბრწყინვალებას, გრაფინია
ელისაბედ ანდრიას ასულ ვორონცოვა-დაშკოვას გადაეცა სამადლობელი წიგნი
საეპარქიო-სამისიონერო-სასულიერო-საგანმანათლებ-ლო საძმოსაგან. ეგზარქოსმა
ინოკენტიმ სამადლობელი სიტყვით მიმართა მის ბრწყინვალებას და აკურთხა წმიდა მიქაელ
ტვერელისა და ღირსი ანა კაშინსკაიას ხატი თავისი კიოტით.
ნაკურთხი ტაძრის მშენებლობა დაჯდა 48.344 მანეთი და 13 კაპიკი – კანკელით და მთელი
მოწყობილობით. ამ თანხიდან 37.680 მანეთი 99 კაპიკი შესწირა ტაძრის მშენებლობას
გრაფინია ე.ა. ვორონცოვა-დაშკოვამ; დიდმა თავადმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ – 3000
მანეთი; მეფისნაცვალმა სამრეკლოსათვის – 2307 მანეთი; საძმოსაგან შეწირულობა
შეადგენდა 8119 მა-ნეთს და 65 კაპიკს; მისასვლელი გზის მოწყობაზე რომელსაც დაერქვა
ელისაბედის პროსპექტი, - დაიხარჯა 2763 მანეთი და 41 კაპიკი!“
 |
წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის
ტაძარი (1910-იანი წლები)
ფოტოზე აღბეჭდილია ლიტანიობა ტაძრის დღესასწაულზე
22 ნოემბერს (ძვ.სტ. 5 დეკემბერს). |
ტაძრის ამოქმედება მიეძღვნა რომანოვების დინასტიის, მათი საიმპერატორო
მმართველობის 300 წლისთავს.
მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში, მისი აშენებიდან და კურთხევიდან დღემდე არ
შეწყვეტილა მღვდელმსახურება.
ამ ტაძრის პირველი წინამძღვარი იყო მღვდელი იოანე, რომელიც დაკრძალულია ტაძრის
ეზოში; აქვე განისვენებს ტაძრის მომდევნო წინამძღვარი დეკანოზი სერგი პეტროვი
(+1934წ.); მისი გარდაცვალების შემდეგ, მცირე ხნით, წინამძღვრობდა მღვდელი გიორგი
დიდენკო, ხოლო მის შემდეგ ტაძრის წინამძღვართა სია, დღემდე ასე გამოიყურება:
- მღვდელი ბორის ფარაფონოვი (1934-1948);
- მღვდელი ალექსანდრე რომანოვსკი (1948-1960);
- მღვდელი კონსტანტინე იამჩინოვი (1960-1970);
- არქიმანდრიტი პავლინ მიშენკო (1970-1977);
- დროებით-არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი;
- არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი (1977-1985);
- დეკანოზი ზურაბ ანთაძე (1985-1999);
- დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი (1999-დღემდე).
უახლესი ისტორიიდან აღსანიშნავია ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც უკავშირდება ამ
ტაძარს:
50-იანი წლების დასასრულს (1958 წელს), თბილისის დაარსებიდან 1500 წლისთავის
აღსანიშნავად, ფუნიკულიორზე, გადაწყდა გაეყვანათ საბაგირო გზა, რომლის ხაზი
გადიოდა ეკლესიის თავზე, და სამგზავრო ვაგონი მოძრაობისას სულ მცირე მანძილით
სცილდებოდა ტაძრის წმიდა საკურთხეველს. გადმოცემით, ასეთი მკრეხელური გეგმის
განხორციელების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა მაშინდელმა ტაძრის წინამძღვარმა (როგორც
ჩანს – მღვდელმა ალექსანდრე რომანოვსკიმ) და გააფრთხილა ამ საქმის მომქმედნი
შემდგომში მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაც მრავალი წლის შემდეგ დატრიალდა:
გაწყდა სამუხრუჭე ტროსი, რის შედე-გაც საშინელი სისწრაფით დაქანებულმა ვაგონმა
დაანგრია რამოდენიმე სახლი მთაწმინდაზე, რასაც მოჰყვა მაცხოვრებელთა და ვაგონში
მყოფ ადამიანთა მსხვერპლი...

ლუკსუმი წმიდა მიქაელ ტვერელის გამოსახულებით,
რომელშიც მოთავსებულია მოწამის წმიდა ნაწილი
(ჩამოსვენებულია ტვერის ლავრიდან)
მიქაელ ტვერელის ტაძრის მთელი წლის ტიპიკონი:
- ათორმეტ უძრავ და მოძრავ, აგრეთვე დიდ დღესასწაულებზე და ქართველ წმიდანთა ხსენების
დღეებში აღესრულება წირვა-ლოცვა:
- ყოველ პარასკევ-შაბათს, შაბათ-კვირას – წირვა-ლოცვა;
- 22 ნოემბერი (ძვ.სტ.) 5 დეკემბერი (ახ.სტ.) – სადღესასწაულო ლიტურგია წმ. მიქაელ
ტვერელის ხსნების დღის აღასნიშნავად;
- 24 თებერვალი (ძვ.სტ.) 9 მარტი (ახ.სტ.) – ტაძრის კურთხევის დღის აღსანიშნავად
(1913წ.) აღესრულება საღმრთო ლიტურგია, ამავე დღეს ტაძრის აღმშენებლთა,
გარდაცვლილთა მღვდელმსახურთა და მრევლთა სულის საოხად გადახდილი იქნება პანაშვიდი;
- ყოველ კვირა დღეს, 17სთ-ზე სრულდება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატთან
– სავედრებელი პარაკლისი;
- ყოველ ოთხშაბათს, 17სთ-ზე – ტაძრის წმიდანის სახელობის სავედრებელი პარაკლისი;
- 2 ოქტომბერი (ძვ.სტ.) 15 ოქტომბერი (ახ.სტ.) – ღირსი ანა კაშინსკაიას მიცვალების
ხსენების დღეს (+1338) და 12 ივნისი (ძვ.სტ.) 25 ივნისი (ახ.სტ.) –ღირსი ანას
განახლებული დღესასწაულისა (1909წ.) – სავედრებელი პარაკლისები;
- 23 ნოემბერი და 30 აგვისტო (ძვ.სტ.) 6 დეკემბერი და 12 სექტემბერი (ახ.სტ.) წმ.
კეთილმორწმუნე დიდი მთავრის ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეებში – სავედრებელი
პარაკლისები.
|