წმიდა წერილი - სინანულის შესახებ

განიბანენით, წმიდა იქნენით, მოსპეთ უკეთურებანი სულთაგან თქვენთა.
ეს. 1, 16

შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისაგან.
ეზეკ. 18, 30

უკუეთუ მოაქციოს უსჯულომან უსჯულოებისაგან თჳსისა, რომელ ქმნა, და ყოს მსჯავრი და სიმართლჱ, ამან სული თჳსი დაიცვა. და მოიქცა ყოვლისაგან უსჯულოებისა თჳსისა, რომელ შესცოდა, ცხორებით ცხონდეს და არა მოკუდეს.
ეზეკ. 30, 27-28

შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.
მარკოზი 1, 15

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
მთ. 3, 2

უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩეუნნი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მოგჳტევნენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩვენ ყოვლისაგან სიცრუისა.
1 იოანე 1, 9