ცოდვების შესახებ

შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა
და ამის მშველელი შვიდი სათნოება

1. ამპარტავნება - სიმდაბლე
2. ანგარება - მოწყალება
3. სიძვა - უმანკოება
4. მრისხანება - სიმშვიდე
5. ნაყროვანება - მარხვა
6. შური - სიყვარული
7. მიმოწვლილველობა - სასოება

ლოცვა აღსარების წინ

მომიტევე მე უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ყოველნი შეცოდებანი ჩემნი აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ვედრებითა ყოვლად წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა მარიამისათა და წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წმიდათა მამათა და მოძღვართა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა შენთათა.

მომიტევე მე უფალო, ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე ყოველ საგრძნობელით ჩემით დედის მუცლით ჩემითგან აქამომდე. ბუნებასა შინა და გარეშე ბუნებასა შინა ქმნილნი: სიტყვითნი, საქმითნი, ცნობითნი, უმეცრებითნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, ღამითნი და დღისითნი, მღვიძარებითნი და მძინარებითნი, ყოველ ჟამითნი და ყოველ წამითნი შეცოდებანი ჩემნი.

მომიტევე მე უფალო ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე:

(ამის შემდეგ ადამიანი ჩამოთვლის ცოდვებს, მაგრამ მორწმუნეს აღსარებაზე მხოლოდ ცოდვათა ჩამონათვალი კი არ უნდა მოქონდეს, ან წარსულის განკითხვა ოდენ, არამედ უნდა აცნობიერებდეს, რომ განშორებულია ღმერთის სახლს და საჭიროებს ღვთის წყალობას, რომელსაც მიიღებს სინანულით).

ცოდვა

განმარტება

ავაზაკობა თავდასხმა ძარცვის მიზნით
ავთვალობა ბოროტი თვალით შეხედვა
აზარტული თამაშები თამაშები და გათამაშებები ფულის, ან სხვა რაიმე ფასეულობის მოგების მიზნით
ამაოდ მეტყველება ლაქლაქი, უაზრო ლაპარაკი
ამპარტავნება თავმომწონეობა, უკადრისობა
ანგარება ვერცხლისმოყვარეობა, მექრთამეობა
არაწმინდება ცოდვის მოურიდებლობა
არშიყობა არაწმინდა სიყვარული
აღთქმის დარღვევა დადებული პირობის დარღვევა
აღშფოთება გაცეცხლება, გაბრაზება
ბილწი ამბორი კოცნა ავხორცობის დასაკმაყოფილებლად
ბილწი გულისთქმა ყოველგვარ უკეთურებაზე ფიქრი (ანგარებაზე, ვერცხლისმოყვარეობაზე, სიძვაზე)
ბიწიერი წიგნების კითხვა იმ წიგნების კითხვა, რომელიც აქებს და განადიდებს ძალადობას, სქესობრივ აღვირახსნილობას და სხვა ცოდვებს.
ბოროტებაზე დაყოლიება სხვისი შეცდენა ბოროტების გასაკეთებლად, ან სხვის ბოროტ მოწოდებაზე თანხმობა
ბოროტი სიზმარი თვითონ სიზმარის წარმოშობა მხოლოდ ადამიანზე არაა დამოკიდებული, სიზმარში დანაშაულის ჩადენა (მკვლელობა, მრუშობა, სხვა ბოროტებები) აღნიშნავს იმას, რომ ადამიანში არის მიდრეკილება ცოდვისადმი. ასევე არსებობს სიზმრები ღვთისაგან, რომლებიც სინანულისკენ, თავმდაბლობისკენ მიგვითითებს.
ბოროტი ფიქრი გონებაში რაიმე ცუდის დაგეგმვა
ბოროტი ჩვეულება ადამიანი აცნობიერებს ჩვევის მავნებლობას (მაგალითად თამბაქოს მოწევას), მაგრამ არაფერს აკეთებს მის აღმოსაფხვრელად
გაბუტვა მომდურება
განკითხვა სხვათა პირად ცხოვრებაზე უარყოფითად ლაპარაკი
განრისხება განრისხება შეიძლება სამართლიანიც იყოს და უსამართლოც. უფალი განურისხდა ვაჭრებს, ფულის გადამცვლელებს და ტაძრიდან გამორეკა. ასევე განურისხდა იმათ, ვინც შაბათს განკურნებას კრძალავდა, მაგრამ მრისხანება გონებას ნუ დაბინდავს.
გარყვნილება მხოლოდ ხორციელ სიამოვნებისთვის ცხოვრება, უზნეობა
გაუმაძღრობა ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა ჭამაზე და ქონების შეგროვებაზე
გაუპატიურება ადამიანზე სქესობრივი ძალადობა
გემოთმოყვარეობა ამ ცოდვის გამო ადამიანს არ შეუძლია გემრიელ საჭმელებზე უარის თქმა
გინება ყოველგვარი ბილწსიტყვაობა
გმობა ღმერთის, მართლმადიდებლობის განკითხვა.
გონებაგაფანტულობა უყურადღებობა
გულგრილობა ყოველგარი საკითხისადმი აგდებული, უსულგულო დამოკიდებულება
გულისწყრომა მრისხანების ნაირსახეობა
გულფიცხობა თავშეუკავებლობა, იგივე აღშფოთება
გულცივობა ეს ცოდვა ადამიანს აქცევს ცოცხალ რობოტად, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, არც ღმერთის რწმენა
გულძვირობა უჟმურობა
დაბეზღება დასმენა
დაუდევრობა როცა ადამიანი მინდობილ საქმეს გულგრილად აკეთებს
დაფიცება ყველაფერ წვრილმანზე ფიცი. არადა უფალი გვასწავლის იყოს ყოველი სიტყვა დიახ-დიახ და არა-არა. რაც ამაზე მეტია, ის ეშმაკისგანაა.
დაფოლვა სხვისთვის საქმის გაფუჭება
დაცემა ძილსა შინა მამაკაცებში, ძილში უნებლიე თესლის დაღვრა
დაცინვა სხვისი ნაკლის აბუჩად აგდება, დამცინავი სახელის დაძახება, ან შერქმევა.
დახსნილობა საქმის არ გასაკეთებლად ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამოგონება
დიდებისმოყვარეობა პატივმოყვარეობა
ეკლესიაში წირვაზე წაუსვლელობა
ეკლესიის დარბევა გაძარცვა ან რაიიმე ზიანის მიყენება
ენის მიტანა დასმენა
ეშმაკის შთაგონების დაჯერება მაცდური ფიქრების აყოლა
ეჭვიანობა ღმერთის არსებობაზე, ასევე რაიმეზე.
ვაიმუსიკოსობა ქრისტიანობა მუსიკის წინააღმდეგ არ გამოდის, თვითონ ეკლესიის შიგნით წარმოიშვა საგალობლები, მაგრამ ბოლო დროს წარმოიშვა მუსიკის სახეობები, რომლებიც სიმღერის ტექსტებში ადიდებენ ეშმაკს, ცოდვების ჩადენისაკენ მოუწოდებენ ადამიანებს, ჩნდება მუსიკალური კლიპები, სადაც მომღერლები სიმღერითაც და ქცევითაც ცოდ¬ვისკენ უბიძგებენ ადამიანებს და ყვრნიან ახალგაზრდებს
ვაიხელოვნება ქრისტიანობა ხელოვნების წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ ბოლო დროს წარმოიშვა ხელოვნების ნიმუშები (კინო, ნახატები, თეატრის დადგმები და სხვა) რომლებიც ცოდვების ჩადენისაკენ მოუწოდებენ ადამიანებს და ყვრნიან ახალგაზრდებს
ვალის გადაუხდელობა იგივე ვერცხლისმოყვარეობა
ვერაგობა ნდობის ბოროტად გამოყენება
ვერცხლისმოყვარეობა ოქრო-ვერცხლზე გადაყოლილი ზრუნვა. ქველმოქმედების დაზარება
ზარმაცობა უსაქმურობისა და დაზარების (დამეზარა) ყველანაირი სახე
ზღაპართმეტყველება დაუჯერებელი ამბების მოყოლა
თავის თავზე და ამქვეყანაზე იმედით ყოფნა  
თავხედობა უზრდელობის ნაირსახეობა
თამბაქოს მოწევა ეშმაკის საკმეველი, აზიანებ შენს თავსაც, სხვასაც
თვალდაუჭერლობა როცა დამაბრკოლებელ მიზეზს არ ერიდები
თვალთმაქცობა ტყუილის ნაირსახეობა
თვითრჩეულობა სარწმუნოების არასწორი გააზრება, სრულყოფილი ვარ და ეკლესია არ მჭირდება, ღმერთი ისედაც მწამს
თვლემა ზარმაცობის ნაირსახეობა
თილისმობა შელოცვა, ჯადოქრობის ნაირსახეობა
კარგის ცუდით ჩუმად შეცვლა  
კეთილის გაკეთების დარცხვენაა ადამიანს ცხვენია სიკეთის გაკეთება იმის შიშით, რომ ურწმუნოები დასცინებენ
კეთილის ქმნა დანანებით ადამიანი სიკეთეს დანანებით სჩადის
კერპთაყვანისმცემლობა რაღაცის გაღმერთება
კრულვა მაგიით ან ქიმიური ნაერთებით ცოცხალ არსებებზე ზიანის მიყენება, შელოცვებით მათი ქცევის დამორჩილება
ლალვა ღვთისნიერი ადამიანების დაჯაბნვა
ლაქუცი ტკბილი სიტყვით შეცდენა
ლოცვის მიმართ მოუწესრიგებელი დამოკიდებულება ლოცვის დაზარება, ზერელედ ლოცვა, ლოცვის გადაკეთება, მაგალითად „მამაო ჩვენოში“ ახალი სიტყვების ჩასმა ან ძველის ამოგდება
მავნებლობა განზრახვით ბოროტების კეთება
მამათმავლობა პედერასტია, კაცების სექსი, ასევე ლესბოსელობა ქალების სექსი.
მარხვის დარღვევა სახსნილოს ჭამა
მაჩვენებლობა ყველანაირი თავის გამოჩენის სურვილი ყველა გზით
მაცდური შეტყობინების გაგზავნა ადამიანის ცდუნება ნებისმიერი სახით: წერილებით, ალერსით, ჩაგონებით და სხვა, რაც მსხვერპლის ქცევის გაუკუღმართებას იწვევს
მაჭანკლობა ქალსა და კაცს შორის მოლაპარაკების წარმართვა ანგარების მიზნით
მბრძანებლობა უფროსობა, ყველას ჭკუის სწავლების მოყვარეობა. ასეთი ხალხი ყველგან ცხვირს ყოფს.
მექრთამეობა კორუფცია
მზვერავობა იგულისხმება კლასიკური დასმენა, „შპიონობა“.
მთვრალობა ზედმეტი სასმელის მიღება. ქცევაზე და გონებაზე კონტროლის შესუსტება ან დაკარგვა.
მკვლელობა როგორც სხეულებრივად, ასევე - მორალურად ადამიანის განადგურება
მკითხაობა ჯადოქრობის ნაირსახეობა
მოტყუება მცდარი ცნობების მიწოდება, მოვლენების არასწორი წარმოჩენა
მოუფიქრებლობა გონების სიზარმაცე
მოძღვრის სიტყვის არ შესრულება ურჩობა
მოწყენა უიმედობა
მრუშობა ქორწინებაში მყოფთა მეუღლის ღალატი
მრავალმეტყველება ლაქლაქი
მტრისათვის ულოცველობა უნდა ვილოცოთ მტერთა და მოწინააღმდეგეთათვის, რათა მოექცნენ, მოინანიონ და მიიღონ ცოდვათა შენდობა
მუცლის მოშლა აბორტი, ან აბორტისკენ ბიძგება, ჩანასახის ყველანაირი საშუალებით მკვლელობა
მშიერ-მწყურვალთა შეუსმენლობა მატერიალურად გაჭირვებულ ადამიანთა არ დახმარება
მშობლების უპატივცემულობა მათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათზე არ ზრუნვა
მცნების დარღვევა მართლმადიდებლური მცნებების დარღვევა
მძულვარება სიძულვილი
მწვალებლობა მცდარი რჯულის თანაგრძობა, მოწონება, ან აღიარება
ნაპოვნის არ გამოჩენა თუ ნაპოვნ ნივთს პატრონი გამოუჩნდა და დამალე
ნაყროვანება უზომო ჭამა, იგივე მუცელღმერთობა, რომელიც ყოველგვარ მოღვაწეობას ასუსტებს
ორგულობა ღალატი
ოცნება ამაო ფიქრებში გართვა, რაც ცხადი საქმეებისგან მოცდენის მიზეზი ხდება. აწმყოს ხელიდან გასხლტომა
პატიმართა და უძლურთა უნახველობა არა გამოხსნა, არამედ მონახულება, ნუგეშისცემა
პირობის დარღვევა უწყალობა. ეს არის სისუსტეც, ვერაგობაც
პირფერობა ვერაგობის ნაირსახეობა
პირუტყვთა უზომო დასჯა
პირუტყვებთან სქესობრივი კავშირი  
ჟინიანობა ამპარტავნების ნაირსახეობა
როკვა ვნების აღმძვრელად ტანის მოძრაობა
საიდუმლოს გაცემა ორპირობა, ღალატი
სასოწარკვეთა უიმედობა
სასულიერო საქმეების დაშლა სხვებისთვის მარხვის, წირვაზე სიარულის, ზიარების და სხვა სარწმუნოებითი საქმეების დაშლა, დაცინვა
საწუთროზე მხოლოდ ზრუნვა მხოლოდ ამქვეყნიურზე ზრუნვა
საჭურველმოყვარება იარაღის გადარეული სიყვარული
სახის მორთვა მაკიაჟის უთავბოლო გამოყენება
სევდისადმი დამორჩილება უმოღვაწეობა
სიმდიდირის ტრფიალი იგივე ვერცხლისმოყვარება
სინანულის გადადება ვითომ მერე მოვინანიებო და შედეგად ადამიანი მოუნანიებელი ხვდება სიკვდილს
სიფიცხე რისხვის ნაირსახეობა
სიყალბე იგივე სიცრუე
სიძვა სქესობრივი კავშირი უქორწინებელთა
სიძუნწე ვერცხლისმოყვარეობის ნაირსახეობა, საგნებზე მიჯაჭვა
სიხარბე ვერცხლისმოყვარეობის ნაირსახეობა
სიჯიუტე ცხადი კეთილი რჩევის არ შესმენა
სოფლის ამაოებით მოხიბლვა ყოველგვარი ბრჭყვიალა და ამქვეყნიური უაზრობის მოწონება
სულიწმიდის გმობა ღვთის და სულის უარყოფა, ან პირიქით, ღმერთზე უაზროდ მინდობა (თითქოს ღმერთი მაინც გაცხოვნებს თავისი კაცთმოყვარების გამო)
  სხვისი ქონების მისაკუთრება ან ამის სურვილი
ტაძარში უწესო ქცევა წირვა-ლოცვის დროს საუბარი, ხმაური
ტიპიკონის წესების დარღვევა
ტრაბახი ამპარტავნების ნაირსახეობა
უგუნურება ყოველგვარი უჭკუო და ქცევა
უკანონო მითვისების ყველა სახე აქ შედის ქურდობის, მტაცებლობის, ყაჩაღობის, ყველანაირი სახე
ულოცველობა შეგნებით არ ლოცვა
ურჩობა მორჩილების არ ქონა
უსაქმურობა ყოველი სახის სიზარმაცე
უსინდისობა ღვთის ხმის ჩახშობა, ყოველგვარი უკეთური საქმე
უღირსად წმ. ევლოგიის მიღება სიწმიდეებს ადამიანი უზმოზე უნდა იღებდეს, როგორც სიწმიდეს.
უღირსად წმ. ზიარების მიღება სინანულის გარეშე, თუ გულში ვინმეს მტრობ
ფარისევლობა რჯულის გარეგნულად, ფორმალურად შესრულება
ფულის მოგება პროცენტის გადახდევინება, მევახშეობა
ფულის ფლანგვა ფულის ცოდვილ საქმეებში დახარჯვა და არა ღმერთის სათნო საქმეებში.
ქველმოქმედების დაზარება ან არ გაკეთება
ქვრივ-ობლის განუკითხაობა დახმარების არ გაწევა
ღვთის იმედის დაკარგვა სასოწარკვეთილება
ღვთისადმი გულგრილი დამოკიდებულება იგივე ურწმუნოება
ყბედობა უზომო ლაპარაკი
ყრმათა დაბრკოლება ცუდი რამის სწავლება
შენდობის მიუცემლობა დამნაშავის არ პატიება, არ შენდობა
შეურაცხყოფა დაცინვა, აბუჩად აგდება
შეჩვენება დაწყევლა, ხატზე გადაცემა
შვილთა მოუნათლავობა
შიშველთ შეუმოსაობა თუ საშუალება გაქვს და უპოვარი არ შემოსე
შური სხვისი სიკეთის წყენა
შურისძიება ჩადენილი ბოროტი საქმის ბოროტითვე გადახდა
ჩუკენობა ონანიზმი, მასტურბაცია
ცილის წამება ტყუილის სიძულვილით დასმენა
ცნობისმოყვარეობა ახალი ამბების სიყვარული, მათ შორის ცუდებისაც რაც საქმის მოცდენის მიზეზი ხდება.
ცილობა უზნეოდ სხვისი საკუთრების წართმევა
ცისკრისა და სერობის შემდეგ ჭამა-სმა  
ცოდვათა მოუნანიებლობა უაღსარებლობა
ცოდვების სწავლება ადამიანის ცოდვისაკენ მოწოდება
ცოდვის უძლეველობა უდებება, სიზარმაცის ნაირსახეობა
ცოდვის ქმნით დატრაბახება კლასიკური მაგალითი: აი მე ამას ვიზამ და ღმერთი რას მიზამს?
ცოდვის ქმნის სიხარული ცოდვის კეთება თუ გიხარია ან სხვას მოუწოდებ
ცრუ მორწმუნეობა როცა ადამიანს სჯერა თვალის თამაში, კატის გადარბენა, კურდღლის გადარბენა, კუბოს დატრიალება, მხოლოდ კენტი სანთლების ანთება, სანთლების მხოლოდ შებერვით ჩაქრობა და ა.შ.
ცუდი მასხრობა უზნეო ამბების თხრობით თავის შექცევა
ძილისმოყვარეობა ძილისგუდობა (უთავ-ბოლო ძილი)
ძღვენის მოყვარეობა იგივე ვერცხლისმოყვარეობა
წყევლა ბოროტის სურვილი სხვისთვის
წმიდათა უპატივცემულობა
ჭორიკანობა იგივე უქმი საუბარი
ხატთა უპატივცემულობა
ხელობის უსწავლელობა თუ არ სწავლობ რაიმე პროფესიას
ხორციელი ფუფუნება საგნებზე და სხეულზე გადამეტებული ზრუნვა
ჯადოსნობა თეთრი და შავი მაგია, ასტროლოგია
ჯავრის ამოყრა იგივე შურისძიება
ჯიბრის ქონა ბოღმა
ჯილდოს მოყვარეობა ამქვეყნიური დიდებისთვის სწრაფვა
ჯვრის გამოუსახველობა ჯვრის უპატივცემულობა
ჯვრის უპატივცემულობა ღვთის გმობა

მოამზადა მამია გოგავამ