მოწამე პოლიკარპე (IV)

2 (15) აპრილი

წმიდა მოწამე პოლიკარპე (IV) ეწამა იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) მხილებისათვის, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.

მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.