ღირსი პუბლი ეგვიპტელი (IV)

5 (18) აპრილი

ღირსი პუბლი მეგვიპტელი (IV) მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუბლიმ სულიწმიდის მადლით გაიგო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავისი დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა.

იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, წმიდა პუბლისთან წავიდა და ბერად აღიკვეცა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.