მოწამენი: პასიკრატე და ვალენტინი (228)

24 (07.05) აპრილი

წმიდა მოწამენი - პასიკრატე და ვალენტი (+228) მიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ. პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინი კი - ოცდაათის.

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა პასიკრატემ და ვალენტინმა საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. სამსჯავროზე წმიდა პასიკრატემ აპოლონის კერპს შენერწყვა.

წმიდანის ძმა ტიროდა და ევედრებოდა მას, მოჩვენებით მაინც შეეწირა მსხვერპლი ბომონებისთვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესთვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მოწამე ვალენტინმაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის აღსრულებულიყო.

ორივე წმიდანი მახვილით განგმირეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.