წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულნი:
არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია, მოციქულთასწორი (I)

19 (03.03) თებერვალი

წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: „ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუÅნსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუÅნსა.“

არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.

იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.