3 იანვარი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

16 იანვარი
ძველი სტილით ახალი სტილით

ნათლისღების წინადღესასწაული.

წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა (თაყაიშვილისა, 1953); იოანე ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსისა (XI); წინასწარმეტყველისა მალაქიასი (400 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა გორდისა, რომელი იყო კაბადუკიის კესარიით (307-323); ღირსისა აკაკი სასწაულთმოქმედისა (IX-X); ღირსისა მელიტონ ბივრიტელისა (ბეირუთელისა), საბაწმიდელი მამასახლისისა (537); ღირსისა მღვდელმოწამისა ბასილი ჰამელ ეპისკოპოსისა (III); ღირსისა თომაიდა ლესბოსის მკვიდრისა (X); ღირსისა ჟენევიევა პარიზელისა (500).

 

ლიტურგია არ აღესრულება.

დიდნი ჟამნი*

I ჟამზე: ეს. 35: 1-10. საქმ. 13: 25-32 (დას. 33). მთ. 3: 1-11 (დას. 5).
III ჟამზე:
ეს. 1: 16-20. საქმ. 19: 1-8 (დას. 42). მკ. 1: 1-8 (დას. 1).
VI ჟამზე:
ეს. 12: 3-6. რომ. 6: 3-11 (დას. 91). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
IX ჟამზე:
ეს. 49: 8-15. ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).

 

* „დიდ ჟამთა“ მეორენაირი სახელწოდება „სამეუფონი ჟამნი“ (Царские Часы) რუსულ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და მისი ადგილობრივი ტრადიციის გამოხატულებად ითვლება. რუსი ლიტურგისტების მტკიცებით, დიდ ჟამთა ეს სახელწოდება ასახავდა მათ განსაკუთრებულ საზეიმო ხასიათს, ასევე ბიზანტიურ ჩვეულებას, რომლის თანახად, დიდ ჟამთა შესრულების დროს ტაძარში იმპერატორი იმყოფებოდა. ძველ ქართულ ტიპიკონებში ასეთი სახელწოდება არსად გვხვდება. იგი მხოლოდ ერთხანს დამკვიდრდა ჩვენში, რუსეთის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიის გაერთიანების პერიოდში (XIX-XX სს.). რადგანაც საქართველოში ტერმინ „სამეუფო ჟამს“ ისტორიული საფუძვლები არც ადრე ჰქონია და არც ამჟამად აქვს, ამიტომაც ვფიქრობთ, უფრო მართებული იქნება ხსენებულ ჟამთა აღნიშვნა იმ ტერმინით, რომელიც თანხმობაშია ძველ ქართულ ტიპიკონებთან - იხ. „დიდნი ჟამნი“.

შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის და იოანე ჭყონდიდელის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მათი განგება შესრულებად სხვა დღეს, უპირატესის ნებისაებრ.