6 იანვარი

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

19 იანვარი
ძველი სტილით ახალი სტილით

(სახარების საკითხავები 32-ე შვიდეულისა).

ღმრთის განცხადება. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

 

ლიტურგია იოანე იქროპირისა. დიდი აიაზმა*.

ცისკ.: მკ. 1: 9-11 (დას. 2).
ლიტ.:
ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).
წყლის კურთხევაზე: 1 კორ. 10: 1-4 (დას. 143 შუა). მკ. 1: 9-11 (დას. 2).

 

* შენიშვნა დიდი აიაზმის შესახებ იხ. 5 იანვარს.

** „გარდაჴდომისა“ და „უკუქცევის“ შესახებ

სამოციქულოსა და სახარების ლიტურგიკული საკითხავების წლიური ციკლი, მეერგასისა და მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეებს შორის, იძლევა საკითხავებს 33 შვიდეულისა და 32 კვირიაკისათვის, მაგრამ ეს ციკლი იშვიათად ინარჩუნებს მდგრადობას, შვიდეულთა რიცხვი ხან იმატებს, ხან იკლებს. ამიტომაც წელიწადში მოქმედებს ორი წესი: „გარდაჴდომა“ (როდესაც გამოიტოვება ზოგიერთი რიგის საკითხავები) ან „უკუქცევა“ (როდესაც რიგის საკითხავები არ ჰყოფნის და ბოლო შვიდეულების საკითხავები განმეორებით იკითხება). ტიპიკონი განასხვავებს ორი სახის – სექტემბრის (ჯვრის ამაღლების) და იანვრის (ღმრთის განცხადების ანუ ნათლისღების ) „გარდაჴდომა“ /„უკუქცევა“-ს.