21 იანვარი მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. სამშაბათი 3 თებერვალი
ძველი სტილით ახალი სტილით

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662 წ.)* და მოწაფეთა მისთა მოწამეთა: ანასტასი კონსტანტინეპოლელისა (662) და ანასტასი აპოკრისიარისა; წმიდისა კათოლიკოს-პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952)**; მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინიისაით (284-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი ტრაპეზუნტელთა (284-305); ქალწულმოწამისა აგნიასი (304); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).

 

ლიტ.: 2 პეტ. 1: 20-2: 9 (დას. 66). მკ. 13: 9-13 (დას. 59) - ორშ.
2 პეტ. 2: 9-22 (დას. 67). მკ. 13: 14-23 (დას. 60) - სამშ. ზედმობმით.
აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

 

* წმ. მაქსიმე აღმსარებელის საფლავი ცაგერის რაიონშია, მისი სახელობის მონასტერში (მურის ციხესთან)

** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს წმიდა კალისტრატეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.