24 იანვარი მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. პარასკევი 6 თებერვალი
ძველი სტილით ახალი სტილით

წმ. მელქისედეკ I-ისა, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI)*; ღირსისა დედისა ქსენისი, რომელსა ერქვა ევსებია, რომაელისა (V); მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპისა (310); მოწამეთა: პავლესი, პავსირისა, და თეოდოტისა (284-305); მოწამისა თეოდულესი, რომელი იყო ანაზარბო ქალაქით (284-305); ღირსისა მაკედონი სირიელი მეუდაბნოისა (420); ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა VII საუკუნეში); ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX).

 

ლიტ.: 1 ინ. 2: 7-17 (დას. 70). მკ. 14: 3-9. (დას. 63).

* წმ. მელქისედეკის ანდერძის თანახმად, სვეტიცხოველში მის სახელზე აღესრულებოდა ღამისთევის ჟამისწირვა და აღაპი. 1918 წლიდან კი მისი ხსენება შეტანილია საეკლესიო მოსახსენებელში.

შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს წმიდა მელქისედეკის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.