| 23 მარტი | დიდი მარხვის მე-6, ბზობა-ბაიობის კვირა. | 5 აპრილი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ბზობა. ღირსიმოწამისა ნიკონ სიცილიელ ეპისკოპოსისა და 199-თა მოწაფეთა მისთა (251); მოწამეთა: ფილიტისა და მეუღლისა მისისა ლიდიასი და ძეთა მათთა: მაკედონისა და თეოპრეპესი, კრონიდესი და ამფილოქესი (117-138); მართლისა ბასილი მანგაზეელისა (1600).
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
მწუხრზე: 1) დაბ. 49: 1-2, 8-12. 2) სოფ. 3:
14-19. 3) ზაქ. 9: 9 -15.
ცისკ.: მთ. 21: 1-11, 15-17 (დას. 83).
ლიტ.: ფლპ. 4: 4-9 (დას. 247). ინ. 12: 1-18 (დას. 41).
ხსნილია თევზით.
შენიშვნა: შაბათ საღამოს, ბზობის ცისკარზე, სახარებისა და 50-ე ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი აკურთხევს ბზას (იხ. მარხვანი, 1901 წ., გვ. 466).