26 მარტი ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი 8 აპრილი
ძველი სტილით ახალი სტილით

მღვდელმოწამისა ირინესი სრემელ (სირმიელ) ეპისკოპოსისა (286-305); მოწამეთა, რომელნი გუთეთში იწამნეს: ორთა ხუცესთა - ბათოსი და უირიკასი, ორთა ძეთა და ორთა ასულთა თანა მათთა და არპლა მონოზონისა, ერისკაცთა: ავიპასი, კოსტასი, აგიასი, უიასი, ეღათრაქსი, ისკოსი, შილასი, სიგისა, სვირილილესი, სვიმპლასი, თეთრასი, ფილგასი, დედათა: ანასი, ალასი, ბარკასი, მუიკასი, მამიკასი, უიკოსი, ანიმაისი, გაათასი - გუთელი დედოფლისა და დუკლიდასი (375 - 383); ღირსისა მალქოს ასურისა (IV); ღირსისა ბასილი ახლისა (დაახ. 944); ღირსისა თეოფილე ეკონომოსისა (V); ღირსისა იოანესი, წმიდა სერგის მონასტრის წინამძღვრისა.

 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

ცისკ.: ინ. 12: 17-50 (დას. 41 შუა).
VI ჟამზე: ეზეკ. 2: 3-10; 3: 1-3.
მწუხრ.: 1) გამ. 2: 11-22. 2) იობ. 2: 1-10.
ლიტ.: მთ. 26: 6-16 (დას. 108).

 

* შენიშვნა: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულის წარგზავნის და მთავარანგელოზ გაბრიელის კრების განგება (გალობის დასდებელნი და კანონები) შესრულდება დიდმარხვის VI შვიდეულში, სერობის ჟამზე (იხ. ცხრილის შენიშვნა (20).

** შენიშვნა: ლიტურგიის ბოლოს, კერძოდ, „იყავნ სახელი უფლისაის“ შემდგომ აღსრულდება 3 მეტანია, ჩვეულებრივ, ეფრემ ასურის ლოცვით, რის შემდეგაც მეტანიები შეწყდება სულიწმიდის მოფენის დღემდე (გარდა წმიდა გარდამოხსნისა), ხოლო სენაკებში აღესრულება დიდ პარასკევამდე (იხ. მარხვნაი, 1901 წ. გვ. 503).

 

სახარების საკითხავები დიდი ოთხშაბათის ჟამობაზე

დიდი ორშაბათის, დიდი სამშაბათისა და დიდი ოთხშაბათის ჟამობაზე სახარების საკითხავები სხვადასხვა ლიტურგიკულ წყაროებში სხვადასხვაგვარადაა მოცემული, აქ წარმოვადგენთ სამი წყაროს მონაცემებს: 1) 1870 წლის ქართული საღმრთისმსახურო სახარება, 2) რუსულ ენაზე გამოცემული Настольная кника священнослужителя, т. I, 1992, с. 560, 3) საბაწმიდური ტიპიკონი ბერძნულ ენაზე Τυπικὸν τοῦ ὁσίου καὶ θεοφόρου πατρὸς ἡμῶν Σάββα τοῦ ἡγιασμένου, 2010. σ. 383-384.

 

  ქართული რუსული ბერძნული
ოთხშაბათი      
III ჟამზე: ლკ. 18: 31 - 24: 53 ლკ. 16: 191 - 24: 53 ლკ. 17: 1 - 24: 53
VI ჟამზე: ინ. 1: 1 - 7: 27 ინ. 1: 1 - 7: 36 ინ. 1: 1 - 8: 59
IX ჟამზე: ინ. 7: 28 - 13: 30 ინ. 7: 37 - 13: 32 ინ. 9: 1 - 13: 1