27 მარტი ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი 9 აპრილი
ძველი სტილით ახალი სტილით

ხსენება საიდუმლო სერობისა. მოწამისა მატრონა თესალონიკელისა (III-IV); მოწამეთა მანუელისა და თეოდოსისა (304); ღირსისა იოანე წინამხედველისა, ეგვიპტელისა (დაახ. 395).

 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: ლკ. 22: 1-39 (დას. 108, შუა).
I ჟამზე: იერ. 11: 18-23; 12: 1-5, 9-11, 14-15.
მწუხრ.: 1) გამ. 19: 10-19. 2) იობ. 38: 1-23; 42: 1-5. 3) გამ. 50: 4-11.
ლიტ.:
1 კორ. 11: 23-32 (დას. 149). შედგენილი სახარება: მთ. 26: 1-20 (დას. 107); ინ. 13: 3-17 (დას. 44); მთ. 26: 21- 20) (დას. 108. შუა); ლკ. 22: 43-45 (დას. 109); მთ. 26: 40-27: 2 (დას. 108).
ფერხთბანისა: ინ. 13: 1-11 (დას. 44)*;
ფერხობანის შემდეგ: ინ. 13: 12-17 (დას. 45).

* ფერხთბანის წესი შუა საუკუნეებში სრულდებოდა როგორც საკათედრო ტაძრებში, ისე მონასტრებსა და სამრევლო ეკლესიებშიც. ამჟამად იგი აღესრულება მხოლოდ მღვდელთმთავრის მსახურებაზე.

შენიშვნა: ვნების 12 სახარება წაიკითხება დიდი პარასკევის ცისკარზე. მისი დაწყების დროს განაჩინებს ტიპიკონი და მარხვანი (მარხვანი, 1901 წ. გვ. 522), კერძოდ, დიდ ხუთშაბათს საღამოს, „ბ (2) ჟამსა ღამისასა“, რაც შეესაბამება სამოქალაქო დროით დაახლოებით საღამოს 8 საათს. სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს მრევლისთვის ხელსაყრელ დროს, ან საღამოს 8 საათზე ადრე, ან დიდ პარასკევს დილით.