28 მარტი ვნების შვიდეული. დიდი პარასკევი 10 აპრილი
ძველი სტილით ახალი სტილით

ხსენება წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751); ღირსისა ილარიონ ახლისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 754); ღირსისა სტეფანე აღმსარებელისა (დაახ. 815); მოწამეთა: იონასი და ბარაქისესი და სხვათა (დაახ. 330); მოწამისა ბოიანისა, ბულგარელი მთავრისა (დაახ. 830).

 

მძიმე მარხვა.

ცისკ.: 12 ვნების სახარება:

1) ინ. 13: 31-18: 1 (დას. 46). 2) ინ. 18: 1-28 (დას. 58). 3) მთ. 26: 57-75 (დას. 109). 4) ინ. 18: 28 - 19: 16 (დას. 59). 5) მთ. 27: 3-32 (დას. 111). 6) მკ. 15: 16-32. (დას. 67). 7) მთ. 27: 33-54 (დას. 113). 8) ლკ. 23: 32-49 (დას, 111). 9) ინ. 19: 25-37 (დას. 61). 10) მკ. 15: 43- 47 (დას. 69). 11) ინ, 19: 38-42 (დას. 62). 12) მთ. 27: 62-66 (დას. 114).

ლიტურგია არ აღესრულება. დიდი ჟამობა.

I ჟამზე: ზაქ. 11: 10-13. გალ. 6: 14-18 (დას. 215, შუა). მთ. 27: 1-56 (დას. 110).
III ჟამზე: ეს. 50: 4-11. რომ. 5: 6-11 (დას. 88, შუა). მკ. 15: 16-41 (დას. 67).
VI ჟამზე: ეს. 52: 13-15; 53: 1-12; 54: 1. ებრ. 2: 11-18 (დას. 306). ლკ. 23: 32-49. (დას. 111).
IX ჟამზე: იერ. 11: 18-23; 12: 1-5, 9-11, 14-15. ებრ. 10: 19-31 (დას. 324). ინ. 18: 28 - 19: 37 (დას. 59).
მწუხრზე: 1) გამ. 33: 11-23. 2) იობ. 42: 12-20. 3) ეს. 52: 13-15; 53: 1-12; 54: 1.
1 კორ. 1: 18 - 2: 2 (დას. 125). შედგენილი სახარება: მთ. 27: 1-38 (დას. 110); ლკ. 23: 39-43; მთ. 27: 39-54; ინ. 19: 31-37; მთ. 27: 55-61.

 

* გარდამავალია, მოიხსენიება ვნების შვიდეულის პარასკევს. ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

შენიშვნა: ტიპიკონის მითითებით, დიდნი ჟამნი (ე.წ. „სამეუფეო ჟამნი“) იწყება „ჟამსა მეორესა დღისასა“, ანუ, ჩვენი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე (იხ. ტიპიკონი, თავი 49, „განგებაი ჟამნობათა წმიდისა და დიდისა პარასკევისა“), ხოლო მწუხრი იწყება „ჟამსა მეათესა დღისასა“ (და არა „ჟამსა მეორესა დღისასა“ როგორც შეცდომითაა მითითებული მარხვანში, გვ, 547), ანუ ჩვენი დროით დაახლოებით საღამოს 4 საათზე (იხ. ტიპიკონი, თავი 49, „წმიდასა და დიდსა პარასკევსა მწუხრად“), რომელზეც „აწ განუტევეს“ შემდგომ ტროპარების გალობისას უპირუტესი საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით გამოასვენებს წმიდა გარდამოხსნას და დაასვენებს შუა ეკლესიაში ლუსკუმაზე. სამრევლო ეკლესიებში „დიდთა ჟამთა“ შესრულებისათვის მითითებული დრო უპირატესის კურთხევით შეიძლება შეიცვალოს კრებულის საჭიროების გათვალისწინებით.