| 31 მარტი | ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი | 13 აპრილი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
მღვდელმოწამისა იპატი ღანგრელი ეპისკოპოსისა (326); ღირსისა აპოლონ ეგვიპტელისა (IV); მღვდელმოწამეთა ავდა სპარსელ ეპისკოპოსისა და ბენიამენ დიაკონისა (418-424); ღირსისა იპატი რუფიანელ იღუმენისა (დაახ. 446).
მწუხრზე: ინ. 20:
19-25 (დას. 65).
საქმ. 1: 12-17, 21-26
(დას. 2). ინ. 1: 18-28 (დას. 2).
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე უქმეა და ხსნილია ყოვლითურთ.
* იხ. 28 მარტის ** შენიშვნა.
** გარეგნობა – აღდგომის მომლოცველობაა: როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, იგი ეკლესიის გარეთ („გარეგან ეკლესიისა“) სრულდებოდა. ეკლესიის მთელი კრებული ბრწყინვალე ორშაბათის ლიტურგიის შემდეგ ჯვრებით, ხატებით, სანთლებითა და ბაირაღებით შემოივლის ეკლესიის მახლობლად მდებარე ყველა სამლოცველოს, ეკვდერს, და საერთოდ, ყველა ადგილს, სადაც ჯვარია აღმართული, მათ შორის ქრისტიანთა საფლავებსაც. ამ დროს იგალობება „ქრისტე აღდგა“ (ჩასართავებით: „აღდეგინ ღმერთი...“ და ა.შ.), აღდგომის ძლისპირები და სხვა სააღდგომო საგალობლები. გარეგნობის წესი უძველესი დროიდან მომდინარეობს (მის პირველ წერილობით დამოწმებას ვხვდებით VII საუკუნის „იერუსალიმურ განჩინებაში“, ხოლო რიტუალის აღწერას – გიორგი მთაწმიდელის „დიდ სვინაქსარში“, XI ს.). ძველთაგანვე მისი შინაარსი იყო აღდგომის მახარებლობა. „ქრისტე აღდგას“ გალობით აღმდგარ მაცხოვარს ვახარებთ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულთ. რადგან გარეგნობის რიტუალი მიცვალებულთა საფლავებთანაც სრულდებოდა, მას მოგვიანებით ხალხურად „საფლავთა კურთხევა“ ეწოდა. მაგრამ ეს არაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე (საზოგადოდ, ტიპიკონის მიხედვით, ბრწყინვალე შვიდეულში მიცვალებულთა ხსენება დაყენებულია), არამედ, როგორც უკვე ვთქვით, აღდგომის მახარებლობა.