4 აპრილი ბრწყინვალე შვიდეული. პარასკევი 17 აპრილი
ძველი სტილით ახალი სტილით

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „წყარო ცხოვრებისა“.* ღირსისა იოსებ მგალობელისა (883); ღირსისა გიორგი მალეელისა, მდუმარისა (IX); ღირსისა ზოსიმე მონაზონისა პალესტინელისა (560); ქალწულმოწამისა ფერბუთა სპარსისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343).

 

ლიტ.: საქმ. 3: 1-8 (დას. 7). ინ. 2: 12-22. (დას. 7).
ღმრთისმშობლის: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).

 

* გარდამავალია, იდღესასწაულება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ზატიკი: „ხუთშაბათსა მწუხრად ბრწყინუალისა შჳდეულისასა, ვჰგალობთ მდგომარესა შედეგსა, ქმნილსა უფლისაგან ნიკოფორე კალისტე ქსანთოპულოსისა, ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისა, ცხოვრების შემწყნარებელისა წყაროისათჳს; რამეთუ ვერსადა ვჰპოეთ ტიპიკონთა შინა აკოლოთიაჲ ამისთჳს, არამედ დავსდევით სიყუარულისათჳს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა“ (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 34).