| 8 აპრილი | აღდგომიდან მე-2 შვიდეული. სამშაბათი | 21 აპრილი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
მოციქულთა 70-თაგანთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათ თანა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138); კელესტინე რომის პაპისა (432).
მიცვალებულთა ხსენება*.
საქმ. 4: 1-10. (დას. 10). ინ. 3: 16-21 (დას. 10).
* ლიტურგიის შემდეგ შესრულდება პანაშვიდი. მიცვალებულთა ხსენების ეს დღე რუსეთის ეკლესიის მიერაა დაწესებული და რუსეთში მას ეწოდება ,„კრადონიცა“, რაც ნიშნავს „სასიხარულოს“, ანუ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მოხსენიებას, სხვა ეკლესიებში (საბერძნეთი, კონსტანტინეპოლი, ანტიოქია, ალექსანდრია და სხვა) ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ ხდება. ძველ ქართულ ლიტურგიკულ წყაროებში და საღმრთო წიგნებში ეს მოსახსენებელი არსადაა შეტანილი. იგი არც ბერძნულ და არც თვით რუსულ საღმრთისმსახურო წიგნებში არ წერია. იგი ახალი დროის ზეპირი ტრადიციაა, და რუსეთის ეკლესიიდანა იყო ჩვენში შემოტანილი XIX-XX სს-ში (ძირითადად რუსულენოვან მრევლში).