| 13 აპრილი | აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა | 26 აპრილი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა*; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა*; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213)*; წმიდისა დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887)**; მღვდელმოწამისა არტემონ ლაოდიკიელ ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი მირონ-ლუკიელისა (740); მოწამისა თომაიდა მეგვიპტელისა (476); მთავარეპისკოპოსისა მარტვირი იერუსალიმელისა (486).
ცისკ.: სახ. მე-3, მკ.
16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: საქმ. 6: 1-7 (დას. 16). მკ. 15: 43-16: 8 (დას. 69).
* გარდამავალია, მოიხსენიებიან აღდგომიდან III კვირიაკეს.
** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2007 წლის 26 აპრილის კრების განჩინებით.