9 მაისი აღდგომიდან მე-6 შვიდეული. პარასკევი 22 მაისი
ძველი სტილით ახალი სტილით

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.

მიცვალება ღირსისა შიო დიდისა, მღვიმელისა, სასწაულთმოქმედისა (VI); გადასვენებ წმიდათა ნაწილთა მღვდელთმთავრისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087)*; წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრ.შ-მდე); მოწამისა ქრისტეფორესი და მისთანა 10203 მოწამეთა და ორთა დედათა: აკვილინასი და კალინიკესი (250).

 

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: მთ. 4: 25-5: 12. (დას. 10).
ლიტ.: საქმ. 19: 18 (დას. 42). ინ. 14: 1-11 (დას. 47).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

 

* წმიდა ნიკოლოზის ნაწილთა გადასვენება იდღესასწაულება მხოლოდ რუსეთის ეკლესიაში, ამ დღესასწაულის შესახებ ანტონ I კათალიკოსს ქართულ „სადღესასწაულოში“ ჩაურთავს შენიშვნა: „საუწყებელ არს, ვითარმედ დღესა ამას მაისსა თ (9), დღესასწაულობს დიდი ეკლესია როსიისა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლაოს მირონ-ლუკიის არხიეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისა აღმოხუმასა ნაწილთასა მირონ-ლუკიით და დადებასა იტალიასა შინა, ქალაქსა ბარს, არამედ ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲთ არარასა ჴსენებასა ამისსა აღასრულებს, ვითარ-იგი არცა ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და ამისთჳს აკოლუთიაჲ მისი არ გარდამოვიღე ჩუენსა ზედა ჴმასა რუსულისაგან, ხოლო (უკუეთუ) ვისმე ჰნებავს დღესასწაულობად, ვითარცა დეკემბერსა 8 (6) დღესა წერილ არს წმიდათაგან მამათა, იგი აკოლუთიაჲ იჴმაროს მან აქაცა [იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. ჩიდ (1014)].

სადაც შესრულდება წმიდა ნიკოლოზის განგება, იგი ჩაანაცვლებს შიო მღვიმელის განგებას:
ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).