11 მაისი აღდგომიდან მე-7 კვირიაკე, I მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325). ხმა VI. 24 მაისი
ძველი სტილით ახალი სტილით

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.

მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV)*; ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1871); მღვდელმოწამისა მოკი ხუცისა, მაკედონიის ამფიპოლისელისა (295); მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა; ნიკოდიმ სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1325).

 

მწუხრ.: წმიდათა მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
მოც. სწორთა: 4) 1 პეტ. 1: 3-9. 5) 1 პეტ. 1:13-19/ 6) 1 პეტ. 2: 11-24.
ცისკ.:
სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: საქმ. 20: 16-18,28-36 (დას. 44). ინ. 17: 1-13 (დას. 56).
მოც. სწორთა: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).

 

* გარდამავალია, მოიხსენიებიან აღდგომიდან მე-7 კვირიაკეს. მოციქულთა სწორთა გარდამავალი მოსახსენებელი დადგენილია წმიდა სინოდის განჩინების საფუძველზე (2003 წლის 18 აგვისტო).

შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს, მოციქულთა სწორთა, ან ნეტარი ქრისტესიას განგება გადაიხადოს წმიდათა მამათა განგებასთან ერთად, მაშინ დაიტევება ამაღლების შემდგომი დღესასწაულის აკოლოთია („ამასვე. დღესასწაულისათჳს შუენის უწყებაჲ, უკუეთუ დაემთხ«ოს წმიდისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყუელისაჲ კჳრიაკესა ზ(7)-სა შემდგომად პასექისა, ჴსენებასა წმიდათა, მამათა, სამას ათრვამეტთასა“. იხ. ზატიკი, 1850. წ. გვ. 473. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1013; სადღესასაწაულო, 2013 წ. წიგნი III, გვ. 134).შ