18 მაისი აღდგომიდან მე-8 კვირიაკე. მეერგასე (50-ე) დღე შემდგომად პასექისა. კვირიაკე სულისა წმიდისა. 31 მაისი
ძველი სტილით ახალი სტილით

სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე. სულთმოფენობა. მარტვილია*.

მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII)**; მოწამეთა ძმათა დავითისა და ტირიჭანისა (693); მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და შვიდთა ქალწულმოწამეთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე ლამფსაკიელთა (249 -251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV ); მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ბენედიმესი; წმიდათა მამათა შვიდთა მსოფლიოთა კრებათა, მღვდელმოწამისა თეოდორესი, რომთა პაპისა (VII).

 

მწუხრ.: 1) რიცხ. 11: 16-17, 24-29. 2) იოელ. 2: 23-32. 3) ეზეკ. 36: 24-28.
ცისკ.: ინ. 20: 19-23 (დას. 65).
ლიტ.: საქმ. 2: 1-11 (დას. 3). ინ. 7: 37 - 52; 8: 12 (დას. 27).

 

* სულთმოფენობა – სულიწმიდის მოსვლის დღესასწაულის ხალხური სახელწოდებაა, მარტვილია კი – სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის უძველესი სახელწოდება, რომელიც საღმრთისმსახურო წიგნებში უძველესი დროიდან უცვლელად მოიხსენიებოდა მათ ბეჭდურ გამოცემებამდე (XVIII-XIX სს.). ტერმინი „მარტვილია“ გვიჩვენებს, რომ ამ დღეს მოხდა დამოწმება (ბერძნ. „მარტვირია“) ქრისტეს საღმრთო ბუნებისა, რადგანაც აღესრულა მოწაფეებისათვის მის მიერ მიცემული აღთქმა, მოკლე ხანში სულიწმიდის მოვლინების შესახებ (საქმე მოც. I, 4-5). სულიწმიდის მოფენის სახელზე აგებულ ეკლესიებს ძველად საქართველოში „მარტვილიის ეკლესიის“ სახელით მოიხსენიებდნენ. სწორედ მარტვილიის დიდი საკათედრო ტაძრისაგან მიიღო სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ქალაქმა მარტვილმა, სადაც ეს ტაძარი აშენდა (VII ს.). მოგვიანებით ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე იკურთხა.

** გარდამავალია, მოიხსენიება სულიწმიდის მოსვლის დღეს.