19 მაისი I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სულიწმიდის ორშაბათი*. 1 ივნისი
ძველი სტილით ახალი სტილით

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახ. 323); ღირსისა იოანესი, გუთელ ეპისკოპოსისა (საქართველოში ხელთდასხმული, 770-790); მღვდელმოწამისა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა და მის თანა 3-თა ხუცესთა: აკაკისა, მენანდროსი და პოლიენოსი (100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389); მოწამისა მიღდონი ეგვიპტელისა, ერმო ქალაქიდან (III-IV).

 

მსგეფსი (შვიდეული) ხსნილია.

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ლიტ.: ეფ. 5: 8-19 (დას. 229). მთ. 18: 10-20 (დას. 75).
ნინოსი: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 25: 1-13 (დას. 104).

* „სულიწმიდის ორშაბათი“ – ეს ტერმინი ლიტურგიკულ კრებულებში აღნიშნავს სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის მეორე დღეს – ორშაბათს. ესაა სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაულის დასაწყისი, და არა სულიწმიდის ცალკე დღესასწაული. შემდგომი დღესასწაულის მომდევნო დღეებს ეწოდება სულიწმიდის სამშაბათი, სულიწმიდის ოთხშაბათი და ა.შ. ხოლო მისი დასასრული, ანუ წარგზავნა იქნება შაბათს, 31 (13) ივნისს.

შენიშვნა: ამ დღეს დამთხვეული თვენის წმიდის განგება (გარდა საჩინო წმიდისა) გადაიტანება მომდევნო დღეს - სამშაბათს და შესრულდება დღესასწაულის განგებასთან ერთად (იხ. ზატიკი, 1850 წ. მარკოზის თავთაგან, გვ. 475).