21 მაისი I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი 3 ივნისი
ძველი სტილით ახალი სტილით

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული*. მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); კრება ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა.

 

მწუხრად: მოციქულთა სწორთა: 1) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30. 2) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 3) ეს. 60: 1-16.
ცისკ.:
ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.:
რომ. 1: 18-27 (დას. 80). მთ. 5: 20-26 (დას. 12).
მოციქულთა სწორთა - საქმ. 26: 1-5, 12-20 (დას. 49. ინ. 19: 1-9 (დას. 35, შუა).

 

შენიშვნა: სამოციქულოში, სადღესასწაულოში და ტიპიკონში მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლის სამოციქულოს საკითხავების მითითების შემდეგ წერია ბუნდოვანი ფრაზა: „ხოლო უკუეთუ იყოს ერგასი..“, მაგრამ აღარაფერს იუწყება დამატებით. ამ ბუნდოვანებას ხსნის შიომღვიმის ტიპიკონი (გვ. 87), სადაც წერია: „ხოლო უკუეთუ ზატიკთა შინა მიხუდეს“, ანუ თუ კონსტანტინესა და ელენეს ხსენება დაემთხვა ზატიკის პერიოდს, კერძოდ, აღდგომიდან მე-4 (განრღვეულის) კვირიაკის პარასკევიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ხუთშაბათის ჩათვლით, მაშინ წაიკითხება ზემოაღნიშნული სამოციქულოს საკითხავი. ხოლო თუ არ დაემთხვა ამ პერიოდს, - გალ. 1: 11-19 (დას. 200).

* გარდამავალია, აღინიშნება სულიწმიდის მოფენის შემდგომ ოთხშაბათს.

შენიშვნა 2: თუ უპირატესი ინებებს მცხეთის ჯვრის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ ჯვრისთვის ყოველივე განგება იხ. 14 სექტემბერს.