23 მაისი I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი 5 ივნისი
ძველი სტილით ახალი სტილით

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV)*; მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV )*; ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სვინადელ ეპისკოპოსისა (821): ღირსისა მოწამისა მიქაელ საბაწმიდელისა (685-705).

 

ცისკ.: ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
ლიტ.: რომ. 2: 14-29 (დას. 82). მთ. 5: 33-41 (დას. 14).
ნათლისმც.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 2-15 (დას. 40).

 

* ხსენების დღე დაწესდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2017 წლის 16 მაისი N 35 ბრძანებით.

შენიშვნა 1: ტიპიკონის მითითებით წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღესასწაული გადმოიტანება 25 მაისიდან 23 მაისს, ან როცა უპირატესი ინებებს (იხ. სადღესასწაულო, გვ. 1040; იხ. ზატიკი მარკოზის თავთაგან გვ. 476).

შენიშვნა 2: თუ უპირატესი ინებებს ღირსი დამიანეს და მთავარეპისკოპოს იოანეს ან მოციქულთა სწორთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.