24 მაისი I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი 6 ივნისი
ძველი სტილით ახალი სტილით

სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნა.

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (590-596); მოწამეთა მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი, ფავსტოსი, ფისტოსი, მარკელესი, მელიტონისა, სერგისა, მარკელლონისა, ფელიქსისა, ფოტინესი, თევდორისკესი, მერკვირესი, დიდიმესი; დედათა: სოსანასი, მარკიანესი, პალადიასი; ჩვილთა: კვირიაკესი, ქრისტიანესი და მათთანა, ბევრთა და ათასთა და ორასორმოცდაათთა (11250) (218); კონსტანტინეპოლით მთაწმიდას მიცვალება წმიდათა ნაწილთა ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისათა, და დადება ლარნაკსა შინა*.

 

რომ. 17-12 (დას. 79, შუა). მთ. 5: 42-48 (დას. 15).

 

* ამ მოსახსენებლის განწესებას გვაუწყებს „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“.

თუ უპირატესი ინებებს წმიდა გიორგი მთაწმინდელის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ ყოველი განგება მისთვის იხილეთ 27 ივნისს, რომელიც შესრულდება სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნასთან ერთად (იხ. ზატიკი მარკოზის თავთაგან გვ. 475).