26 მაისი მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი 8 ივნისი
ძველი სტილით ახალი სტილით

მოციქულთა 70-თაგანთა კარპესი და ალფესისა (I); მოწამისა გიორგი ახლისა (1515); მოწამისა ამბერკისა და ელენესი (I); ღირსისა იოანე აღმსარებელისა, ფსიხაიტისა (IX).

 

პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი.

რომ. 2: 28-3: 18 (დას. 83). მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 (დას. 19).

შენიშვნა: ტიპიკონის განწესებით, ქრისტეს შობისა და მიძინების მარხვების მსგავსად, პეტრე-პავლობის მარხვის ზოგიერთ დღეს (სახელდობრ, პეტრე-პავლობის მარხვაში – მარხვის პირველ დღეს, 22, 28, 29, 30, 31 მაისს; 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 15, 18, 20, 22, 26 ივნისს, ასევე მიძინების მარხვაში: 4 აგვისტოს, ხოლო ქრისტეს შობის მარხვაში – 15 და 18 ნოემბერს; 1, 3, 7, 15, 18 – დეკემბერს), მითითებულია შესრულება „ტროპარისა“. ან „ალილუიასი“ (რიცხვები დაზუსტებულია შიომღვიმის ტიპიკონის მიხედვით). „განგება ალილუია“ ანუ სამარხვო განგება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ თავისებურებებს (არ აღესრულება ლიტურგია, სამხრად ანუ სადილის ჟამზე იკითხება სამოციქულო და სახარება, იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა მეტანიებით და სხვა), აღესრულება ამ რიცხვებში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი დაემთხვევა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, და ამ რიცხვებში არ არის ან დღესასწაული, ან წინადღესასწაული, ან შემდგომი დღესასწაული, ან დღესასწაულის წარგზავნა. ხოლო „ტროპარი“, ანუ ჩვეულებრივი არასამარხვო განგება, აღესრულება დანარჩენ შემთხვევებში. თუ ზემოთ მითითებულ რიცხვებში (ორშაბათს, ოთხშაბათს, ან პარასკევს) დაემთხვა ტაძრის წმიდის ხსენება, ან უპირატესი ინებებს ამ რიცხვებში წმიდათა მსახურების საზეიმოდ (სადღესასწაულოდ) შესრულებას, მაშინ „განგება ალილუია“ ანუ სამარხვო განგება არ აღესრულება [იხ. ლიტურგიკული კრებული №1, თბილისი 1995, გვ. 63-64; ჟამნ-გულანი, ხელნაწერი A84; ჟამნი, თბილისი 1899, გვ. სჟზ (297), და ტიპიკონი შიომღვიმის მონასტრისა, თბილისი 2005].