| 1 ივნისი | მე-2 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I. | 14 ივნისი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა გაბრწყინვებულთა (საქართველოში, იერუსალიმში, პალესტინაში, სინაზე, ანტიოქიაში, შავ მთაზე, კონსტანტინეპოლში, ულუმბოს მთაზე, ათონის მთაზე, კვიპროსში, პეტრიწონში, უნგრო-ვლახეთში და სხვ.)*; ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე განბრწყინვებულთა**; წმიდათა რუსეთს განბრწყინვებულთა**; ღირსმოწამეთა: მღვდელმონაზონ შიო ახლისა, დავით მწირისა, გაბრიელისა, პავლესი და გაბრიელისა, გარეჯელთა, ლეკთაგან მოწყვედილთა (1696-1700); მოწამე იუსტინე ფილოსოფოსისა (138-161); მოწამე იუსტინესი და მის თანა მოწამეთა: ხარიტონისა, ზარისა, ეველპისა, იერაკოსი, პეონისა და ლივერისა (166); მოწამეთა 10000 (ბევრთა) ანტიოქიაში წამებულთა დეკეოზ მეფის ზე (249-251); ღირსისა იუსტინე ჩელისკელისა (პოპოვიჩი, 1978).
ცისკ.: სახ. მე-2, მკ.
16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.:
რომ. 2: 10-16 (დას. 81 შუა). მთ. 4: 18-23 (დას. 9).
ღირსმოწამეთა საკითხავი საზიაროთაგან.
* ყოველთა წმიდათა ქართველთა მოსახსენებელი დადგენილია უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2012 წლის 4 ივლისს. მისივე კურთხევით 1995 წელს დაიხატა ხატი ყოველთა ქართველთა წმიდათა, რომელსაც ეწოდა „საქართველოს სამოთხე“. ეს ხატი ამჟამად დასვენებულია საქართველოს საპატრიარქოში.
** გარდამავალია, მოიხსენიება სულიწმიდის მოსვლიდან მე-2 კვირიაკეს.