| 12 აგვისტო | მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი | 25 აგვისტო |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.
ღირსმოწამეთა: გერონტი და სერაპიონ მღვდელმო ნაზონთა, ოთარ და სვიმეონ იეროდიაკონთა, გერმანე და ბესარიონ მონაზონთა, და მიქაელ მორჩილისა, დავითგარეჯის მონასტერსა შინა ლეკთაგან მოწყვედილთა (1851)*; მოწამეთა: ფოტისა, ანიკიტოსი და მათ თანა მრავალთა (305-306); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა.
2 კორ. 8: 16 - 9: 5 (დას. 187). მკ. 3: 13-19 (დას. 12).
* თუ უპირატესი ინებებს ღირსმოწამეთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
შენიშვნა: ამ დღეს გადმოიტანება ღირსი მაქსიმე აღმსარებლის განგება 13 აგვისტოდან (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1256 და 1261; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი III. გვ. 422 და 427).