| 13 აგვისტო | მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი | 26 აგვისტო |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა.
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662)*; მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); მღვდელთმთავრისა ტიხონისა, ზადონსკელი სასწაულთმოქმედისა (1783).
2 კორ. 9: 12-10: 7 (დას. 189). მკ. 3: 20-27 (დას. 13).
* ღირსი მაქსიმე აღმსარებელის განგება გადაიტანება წინა დღეს, ფერისცვალების წარგზავნის გამო. იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. 23. 1261; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი III გვ. 427.
შენიშვნა: თუ უპირატესი ინებებს, მაქსიმე აღმსარებელის განგება გადაიხადოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნის განგებასთან ერთად, მაშინ მისთვის საკითხავები: ცისკ.: მთ. 10: 32-22 (დას.38). ლიტ.: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ, 12: 8-12 (დას. 64). განგება შესრულდება მსგავსად: „უკუეთუ დაემთხვიოს პოვნაი პატიოსნისა თავისა იოანე წინამორბედისაი ... წარგზავნასა თანა ქრისტეს ამაღლებისასა ...“ (იხ. ზატიკი, 1850 წ. მარკოზის თავთაგან, გვ. 470. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1040; 2013 წ. წიგნი III, გვ. 175).