| 14 აგვისტო | მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი | 27 აგვისტო |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მიძინების წინადღესასწაული. მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, მთავარდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) (1924) და ყოველთა ახალმოწამეთ, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა (XX)*; წინასწარმეტყველისა მიქეასი, (VIII ს. ქრ. შ-მდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამიელ ეპისკოპოსისა და 70-თა მოწაფეთა მისთა (389).
2 კორ. 10: 7-18 (დას. 190). მკ. 3: 28-35 (დას. 14) - ხუთშ.
2 კორ. 11: 5-21 (დას. 192). მკ. 4: 1-9 (დას. 15) - პარ.
* თუ უპირატესი ინებებს ახალმოწამეთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.