| 28 აგვისტო | მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი | 10 სექტემბერი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
დიდმოწამისა შუშანიკ დედოფლისა (475, დაკრძალულია მეტეხის ტაძარში)*; ღირსისა მოსე შავისა (400); მართლისა ანა წინასწარმეტყველისა ღმრთისმიმგებებლისა, ფანოელის ასულისა (I).
ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას. 62).
ლიტ.:
გალ. 3: 23 - 4: 5 (დას. 208). მკ. 6: 30-45 (დას. 25).
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
* წმ. შუშანიკის ხსენება მის ცხოვრებაში და უძველეს ლიტურგიკულ კრებულებში მისი გარდაცვალების დღეს – 17 ოქტომბერსაა დადებული. გიორგი მთაწმიდელის დიდ სვინაქსარში (XI ს.) და თვენში ეს ხსენება 21 აგვისტოსაა გადატანილი, უფრო გვიანდელ კრებულებში (XVIII-XIX ს.ს.) – 28 აგვისტოს.