1 სექტემბერი მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი 14 სექტემბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ საეკლესიო ახალი წელიწადისა.

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა* ჰალაბელისა (ალეპო) (459); კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (წმ. ხატის პოვნისა 864). მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიაკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ევოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრ.შ-მდე).

 

მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9.
2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41.
3) სიბრძ. 4: 7-15.
ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7 (დას. 282). ლკ. 4: 16-22 (დას. 13).
ღირ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

 

* თუ უპირატესი ინებებს ღირსი სვიმეონ მესვეტის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ სახარების საკითხავი ცისკარზე: ლკ. 6: 17-23 (დას.24) (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 6; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 10).

ღირს სვიმონ მესვეტის ხსენება, რომლის დედა იყო მართა, არის 24 მაისს. იხ. 2006 წლის საეკლესიო კალენდრის 1 სექტემბრის შენიშვნა 86 გვ. 112.