6 სექტემბერი მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი 19 სექტემბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

ხსენება სასწაულისა, ქმნილისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (რომელ არს ხონა*) (IV); მოწამეთა: ევდოქსისა, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამისა რომილესი და მის თანა სხვათა მრავალთა წამებულთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მონაზონისა, დიონისი წიგნისმკითხველისა, ანდრონიკე მხედრისა, თეოკთისტე მენავეთმოძღვრისა, მაკარი მოქალაქისა, ანდრეს კურიკტორისა, სარაპამფო განმზრახისა, კვირიაკე ერისკაცისა და მეუღლისა მისისა კლეოდისა, რომელიც იყო მიდგომილი, და დათა: პელაგია და თეკლა ქალწულთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).

 

მთავარანგ.: ებრ. 2: 2-10 (დას. 305). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).
რიგ.: 1 კორ. 10: 23-28 (დას. 146). მთ. 24: 34-44 (დას. 101).

 

* ხონეში ქმნილი საკვირველების გამო მიქაელ მთავარანგელოზი, მოიხსენიება „ხონელად“ (ბერძნ. „,ო-ხონიატის”). ხატიც, რომელიც ამ საკვირველებას ასახავს, ძველად „ხონელის” სახელით მოიხსენიებოდა. ამ სახელის ბერძნული ფორმა, „ო-ხონიატის“, ქართულშიც შემოსულა ,,ოქონის“ ფორმით. შუა საუკუნეებში ოქონის ხატს საქართველოში დიდ პატივს მიაგებდნენ. მის სახელზე რამდენიმე ადგილას ეკლესიაც აუგიათ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი შეერქვა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ხონს, ქართლის სოფელ ოქონას (ქარელის რ-ნი) და რამდენიმე სხვა ადგილს (იხ. თ. მესხი, ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის, თბ., 2015 წ).