13 სექტემბერი მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი 26 სექტემბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

ჯვრის ამაღლების წინა შაბათი. უფლის პატიოსანი ჯვრის ამაღლების წინადღესასწაული.

დიდმოწამისა ქეთევან დედოფლისა (1624); ენკენია – ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლება იერუსალიმში (335)*; მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (II); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (320); მღვდელმოწამისა ივლიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (320); ღირსისა პეტრე ატროელისა (X).

 

მწუხ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3.
ცისკ.:
ქეთევანისა: მთ. 15: 21-28 (დას, 62),
ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9 (დას. 126). მთ. 10: 37 - 11: 1 (დას. 39).
ქეთევანისა: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

 

* თუ უპირატესი ინებებს შესრულდეს იერუსალიმის აღდგომის ტაძრის განახლების განგება, იქ წმ. დიდმოწამის ქეთევანის საკითხავების ნაცვლად წაიკითხება: ებრ 3: 1-4 (დას. 307). მთ. 16: 13-18 (დას. 67).